iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები
იურიდიული სტატია

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

26-09-2025, 19:52 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მიწის რეგისტრაცია 30 ნახვა
მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

თუ ოდესმე მიწის ყიდვა დაგიფიქსირებიათ, იცით, რომ პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის. ხშირად რეესტრში აღმოჩნდება ხარვეზი, ძველი გაზომვები არ ემთხვევა რეალობას ან საბუთები ბოლომდე მოწესრიგებული არ არის. სწორედ ასეთ დროს ჩნდება მთავარი კითხვა:

ღირს თუ არა გარიგებაში შესვლა მაშინ, როცა ქონება ჯერ არ არის რეგისტრირებული? აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

2024 წლის აგვისტოში ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა სოფელში ნაკვეთის ყიდვა. ყველაფერი წესრიგში ჩანდა მეზობლებთან დავა არ იყო, ნაკვეთი წლების განმავლობაში შემოღობილი ჰქონდათ, ფაქტობრივად, საკუთრება გამყიდველს ეკუთვნოდა. თუმცა რეესტრში აღმოჩნდა პატარა პრობლემა: წლების წინ მიწა არასწორად იყო გაზომილი, რის გამოც 500 კვ.მ. რეგისტრაციის გარეშე დარჩა.

მყიდველი ჩქარობდა ყიდვას, გამყიდველი გაყიდვას, მაგრამ მთავარი დაბრკოლება მაინც რეგისტრაცია იყო.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს:

1.რეგისტრაციის გარეშე ყიდვა შეუძლებელია - სანამ ქონება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირდება გამყიდველის სახელზე, მყიდველს ვერ გადაეცემა. სხვა შემთხვევაში გარიგება უბრალოდ არ ჩაიწერება.

2. ანდერძი გამოსავალი არ არის - შეიძლება გამყიდველმა ქონება ანდერძით დაგიტოვოთ, მაგრამ თუ მას ჰყავს შვილები ან სხვა მემკვიდრეები, მათ ყოველთვის ექნებათ უფლება მოითხოვონ სავალდებულო წილი. ეს კი მომავალში დიდი პრობლემის მიზეზი გახდება.

3. გამოსავალი: ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მყიდველებს ურჩევს დაელოდონ, სანამ რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ გარიგება უსაფრთხო და სანდო იქნება.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

1. შესაძლებელია თუ არა ნაკვეთის ყიდვა მაშინ, როცა რეესტრში ჯერ არ არის რეგისტრირებული?
არა. ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული გამყიდველის სახელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება ვერ ჩაიწერება და მყიდველიც ვერ გახდება მფლობელი.

2. ანდერძით შეიძლება ქონების უზრუნველყოფა?
ანდერძი მხოლოდ დამატებითი საშუალებაა, მაგრამ ის არ არის უსაფრთხო გარანტია. თუ გამყიდველს ჰყავს შვილები ან სხვა კანონით განსაზღვრული მემკვიდრეები, მათ ყოველთვის ექნებათ სავალდებულო წილი.

3. როგორ მოვიქცე, თუ მიწის აზომვაზე 365 დღე გავიდა და საბუთი ისევ არ არის მზად?
ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მიმართოთ საჯარო რეესტრს ან იურისტს, რათა შეამოწმოთ პროცესი. სანამ რეგისტრაცია არ დასრულდება, ყიდვა არ არის რეკომენდებული.

4. შეიძლება თუ არა მყიდველმა წინასწარ გააფორმოს ხელშეკრულება?
შესაძლებელია გაფორმდეს წინასწარი ხელშეკრულება, რომელიც დააფიქსირებს მხარეთა სურვილს, მაგრამ ის ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, როცა ქონება ოფიციალურად დარეგისტრირდება.

5. რა არის ყველაზე უსაფრთხო გზა?
მოთმინება და რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყიდვა. ეს ერთადერთი გზაა, რომ მომავალში დავები და სამართლებრივი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მიწის ყიდვა, ნაკვეთის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრი, ანდერძი, მემკვიდრეობა, იურიდიული რჩევები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატის რჩევები უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ადვოკატის რჩევები უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად

რა საბუთებია საჭირო მიწის დაკანონებისთვის?

რა საბუთებია საჭირო მიწის დაკანონებისთვის?

ვრცლად

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

ვრცლად

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp