iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო დავები » სესხის უზრუნველყოფა და თავდებობა
იურიდიული სტატია

სესხის უზრუნველყოფა და თავდებობა

30-05-2023, 14:03 საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 215 ნახვა
სესხის უზრუნველყოფა და თავდებობა

ფინანსურმა ორგანიზაციამ სესხის გასაცემად შესაძლებელია მოითხოვოს სესხის უზრუნველყოფა უძრავი ან მოძრავი ქონებით (მათ შორის, დანადგარებით) ან დეპოზიტით, რაც გულისხმობს უზრუნველყოფის საგნის დატვირთვას იპოთეკით ან გირავნობით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დაისაკუთროს ეს ქონება ან/და მოახდინოს მისი რეალიზაცია და ამ გზით დაიბრუნოს სესხის თანხა.

თუ მეწარმე სესხს უზრუნველყოფს უძრავი ქონებით, მაშინ ამ ქონების საკუთრების დასადასტურებლად მას დასჭირდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. ფინანსური ინსტიტუტი ამ ქონებას შეამოწმებს ადგილზე და აღბეჭდავს ფოტოზე, რათა შეაფასოს მისი ღირებულება. ფინანსური ორგანიზაცია სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ითხოვს იმისთვის, რომ შეამციროს სესხის დაუბრუნებლობასთან დაკავშირებული რისკი და, საჭიროების შემთხვევაში, სესხი დაიბრუნოს ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით. სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური და იურიდიული პირის უძრავი და მოძრავი ქონება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხის მაქსიმალური თანხა ძირითადი საშუალებების (მიწა, შენობა, აღჭურვილობა და სხვა) მთლიანი ღირებულების დაახლოებით, 70%-80%-ია. სესხის თანხის ფარდობას უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებასთან სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი ეწოდება.

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი წესით, საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ყადაღა, რაც თავის მხრივ აისახება ბიზნესსაქმიანობაზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნესის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს.

თავდებობაც უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმაა. თავდები , როგორც წესი, არის ბიზნესთან დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი (მფლობელი ან დირექტორი, შესაძლებელია ოჯახის წევრიც), რომელიც იღებს ვალდებულებას, მსესხებლის მიერ სესხის ვერ ან არ გადახდის შემთხვევაში თავად უზრუნველყოს მისი დაფარვა.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც მსესხებელი, ისე თავდები აცნობიერებდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს თავდებს. ზოგ შემთხვევაში, სესხის გაცემამდე საფინანსო ორგანიზაციამ შესაძლოა შეაფასოს თავდების გადახდისუნარიანობაც.

სასურველი კრედიტის დასაფარად მხოლოდ ბიზნესის შემოსავალი შესაძლოა არ იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია გაითვალისწინოს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის შემოსავალი, თუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება გახდეს თანამსესხებელი. თანამსესხებელი მსესხებელთან ერთად კისრულობს ვალდებულებას, დაფაროს ერთობლივად აღებული კრედიტი. ფინანსური ინსტიტუტი სრულყოფილად შეისწავლის როგორც მსესხებლის, ისე თანამსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას და ორივესთან გააფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას.

წყარო: finedu.gov.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თავდები, თავდებობის ხელშეკრულება, სესხი, სესხის უზრუნველყოფა, უძრავი და მოძრავი ქონება, იპოთეკა და გირავნობა, კრედიტი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები

ვრცლად

რა უნდა იცოდეს თავდებმა

რა უნდა იცოდეს თავდებმა

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ სანამ თანხის სესხების სანაცვლოდ „ჩადებთ“ ბინას

რა უნდა იცოდეთ სანამ თანხის სესხების სანაცვლოდ „ჩადებთ“ ბინას

ვრცლად

რა მომენტიდან იძენს იპოთეკა იურიდიულ ძალას?

რა მომენტიდან იძენს იპოთეკა იურიდიულ ძალას?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp