iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » რა მომენტიდან იძენს იპოთეკა იურიდიულ ძალას?
იურიდიული სტატია

რა მომენტიდან იძენს იპოთეკა იურიდიულ ძალას?

28-03-2023, 15:08 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 209 ნახვა
რა მომენტიდან იძენს იპოთეკა იურიდიულ ძალას?

იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივ საშუალებას, რითაც კრედიტორის (იპოთეკარის) სასარგებლოდ უფლებრივად „იტვირთება“ მოვალის ან/და მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

თავისი იურიდიული ბუნებით იგი „აქცესორულია“ ანუ ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ძირითად უფლებასთან (მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც ემსახურება), რომ არ შეიძლება არსებობდეს მის გარეშე ან მისგან დამოუკიდებლად.

იპოთეკა წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს. ასე მაგალითად, სასესხო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის შესრულება (სესხისა და პროცენტების კრედიტორისათვის დაბრუნება) ავტომატურად გამოიწვევს იპოთეკის გაუქმებას, რადგან შესრულებით შეწყდება ის ვალდებულება (და, შესაბამისად, მოთხოვნა), რომელსაც იპოთეკა უზრუნველყოფდა.

იპოთეკის კრედიტორს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მეშვეობით სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

იპოთეკა ძალაში შედის მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. ამიტომ მხარეთა წერილობითი და სანოტარო წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოშობს არავითარ უფლება-მოვალეობებს მანამ, სანამ მხარეები ან ერთ-ერთი მხარე არ განახორციელებს კანონით დადგენილი წესით მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

იპოთეკა უზრუნველყოფს მხოლოდ ძირითადი ვალდებულების შესრულებას (მაგ. სესხის ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის გადახდა) და არა თანამდევ მოთხოვნებს , თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია იპოთეკით უზრუნველყოფილ იქნეს არა მხოლოდ მისი გაფორმების დროისათვის არსებული მოთხოვნა, არამედ სამომავლო (რაც მომავალში წარმოიშობა) და პირობითი (რომლის წარმოშობა განსაზღვრული წინაპირობის დადგომაზეა დამოკიდებული) მოთხოვნები.

რა უფლებები ენიჭება იპოთეკარს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას?

მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების) შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია განახორციელოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე ან გამოიყენოს მხარეთა შორის შეთანხმებული რეალიზაციის სხვა მეთოდი (მეთოდები).კანონი ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის პირდაპირ კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობასაც, რისთვისაც იპოთეკარმა და უძრავი ქონების მესაკუთრემ „ერთობლივი განცხადებით“ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს.

თუ გამსესხებელი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი (მაგ. ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი), ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მიიჩნევა სრულად დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაშიც, როდესაც ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი/ქონების საბაზრო ღირებულება მთლიანად არ ფარავს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის შესახებ

ვრცლად

იპოთეკით ნივთის დატვირთვა

იპოთეკით ნივთის დატვირთვა

ვრცლად

იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

ვრცლად

იპოთეკის ფარგლების დადგენა

იპოთეკის ფარგლების დადგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp