iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა იცოდეს თავდებმა
იურიდიული სტატია

რა უნდა იცოდეს თავდებმა

2-03-2023, 16:52 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი / საგადასახადო ადვოკატი 195 ნახვა
რა უნდა იცოდეს თავდებმა

თავდებობა ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას.

ერთ ადამიანს შეუძლია იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებებს.

დღესდღეობით თავდებობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში კი ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

უპირველესად, როდესაც ვხდებით თავდები აუცილებელია სრულად გავეცნოთ ხელშეკრულებას და შემდეგ მოვაწეროთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ:

სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს;

სესხის პროცენტს;

თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ვართ პასუხისმგებელი ვადაგადაცილების ჯარიმებს;

სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს.

მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან ავიცილებთ დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ საფინანსო ინსტიტუტს, სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შეგვიმცირდეს ყოველთვიური შენატანი და თავიდან ავიცილოთ ჯარიმები. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში შესაძლოა ბანკმა უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

ვრცლად

სანამ თავდებობის ხელშეკრულებას გააფორმებთ

სანამ თავდებობის ხელშეკრულებას გააფორმებთ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp