iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ თავდებობის ხელშეკრულების მხარე გახდებით?
იურიდიული სტატია

რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ თავდებობის ხელშეკრულების მხარე გახდებით?

1-05-2023, 15:04 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 188 ნახვა
რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ თავდებობის ხელშეკრულების მხარე გახდებით?

თავდებობა წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულების ნაირსახეობას, რაც გულისმობს,რომ რამოდენიმე მოვალის არსებობისას თითოეული პასუხიმგებელია მთლიან ვალდებულებაზე სრულად.

არსებობს განსხვავება თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, კი „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეუძლია წააყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად „თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს”.

თავდებობის პირველი ეტაპია ხელშეკრულების გაფორმება კერძო პირთან ან ბანკთან,რომლითაც ორი მხარე თანხმდება პირობებსა და ვალდებულებებზე.

თუ მოვალემ ვერ გადაიხადა დავალიანება, კრედიტორის სარჩელის საფუძველზე დავას განიხილავს სასამართლო.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ შესაძლებელია ძირითადმა მსესხებელმა თავად დაფაროს დავალიანება. ან საქმე კრედიტორის სურვილის შემთხვევაში წავიდეს იძულებით აღსულებაზე. შესაძლოა თავდებმა ვერ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში სხვადასხვა მიზეზთა გამო, შესაბამისად გადაწყვეტილება გამოვიდეს მის დაუსწრებლად.

რადგანაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სოლიდარულად დაეკისროთ ძირითად მსესხებელსა და თავდებს (თავდებებს) პასუხისმგებლობა, ყველა მოვალეს თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა, შესაბამისად, აღმასრულებელს არ აქვს ვალდებულება და არც უფლებამოსილება გამოიკვლიოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვინ იყო ძირითადი მსესხებელი და ვინ თავდები, არამედ ყველა მოვალის ქონებას თანაბრად იძიებს და თანაბრად ახდენს იძულებით აღსრულებას. ხოლო მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება იმ მოვალისაგან, რომელსაც რეალურად აღმოაჩნდება ქონება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიიღება თავდების დაუსწრებლად და მას არც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება ჩაბარებია იძულებითი აღსრულების დაწყების შესახებ, შესაძლოა ის დადგეს მისი ქონების რეალიზაციის ფაქტის წინაშე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თავდებობა, ხელშეკრულება, მხარე, გავითვალისწინოთ, სოლიდარული თავდებობა, მოვალე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

ვრცლად

ბანკის წინააღმდეგ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ბანკის წინააღმდეგ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp