თავდებობა
თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.
სოლიდარული და სუბსიდიური თავდებოა
ერთმანეთისგან განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა. თუ ხელშეკრულებით მხარეები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან მოქმედებს სუბსიდიური თავდებობის წესები, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად უთანაბრდება მოვალეს.
თავდები უფლებამოსილია, იყოს ინფორმირებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების, შესრულების ვადის გადაცილების შესახებ. კრედიტორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია თავდების მოთხოვნისთანავე გასცეს, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი თავისუფლდება შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დამდგარი ზიანისაგან.
თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო
თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
