iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები
იურიდიული სტატია

საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

19-04-2023, 13:38 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 170 ნახვა
საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები


2023 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:

შეიცვალა საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ცვლილება განხორციელდა 89-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ცვლილებამდე პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდებოდა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

ცვლილების შესამაბისად, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადად -არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.

გაიზარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი - 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა;

სეს ესნ-ის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) 20 ღერზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა საბაჟო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა (2.2 ლარი) და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამით;

სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის 100 პროცენტის ოდენობით დაბრუნებისათვის დადგენილი, სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტის პროცედურაში მოქცევისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა გაიზარდა 180 კალენდარულ დღემდე.

განისაზღვრა ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, (მუხლი 2885.) რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, ემატება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისა და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევები.“

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:

გაუქმდა დროებით შენახვის დეკლარაციასა და საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასთან მიმართებაში არსებული დათქმა, რომელიც ადგენს, რომ წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში/რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.

გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის.

ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს პასუხისმგებლობის დაკისრება არა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილის, არამედ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად.

გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის. კერძოდ, ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

წყარო: შემოსავლების სამსახური

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საბაჟო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, ცვლილება, მნიშვნელოვანი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და კოოპერატივებისთვის სამი წლით გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და

ვრცლად

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

ვრცლად

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება

ვრცლად

როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში

როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში

ვრცლად

ბრძანება საქონლის ექსპორტის,რეექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

ბრძანება საქონლის ექსპორტის,რეექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp