iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი » მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება და ინდმეწარმის რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება და ინდმეწარმის რეგისტრაცია

7-04-2023, 13:40 მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი 493 ნახვა
მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება და ინდმეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგენოს წერილობითი განცხადება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე − პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადებაში უნდა მიეთითოს -განმცხადებლის სახელი,იურიდიული მისამართი,პირად ნომერი,ხელმოწერა და ტელეფონის ნომერი.

საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” თანახმად, მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო და ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირი, რომელიც თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი.

ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგიტრაციისას აუცილებლია სახელის მოფიქრება, რომლითაც შემდგომში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელდება. მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის სახელი ან/და გვარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელის რეგისტრაციისას ის შეიცავდეს სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების რამდენიმე საფუძველი არსებობს:

პირადი განცხადება;ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება,სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა.ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

როგორ ხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება?

ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება ,რომლითაც საგადასახადო შეღავათებიც მოიპოვება.

სტატუსის მოპოვების ვადა 30 დღეა.

Საგადასახადო კოდექსის თანახმად თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება.ინდივიდუალური მეწარმე იხდის 500,000-ის მხოლოდ 1%-ს წელიწადში ბრუნვიდან, მაგრამ თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს 500,000 ლარს იბეგრება ბრუნვის 3%.

თუ მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებიან და მომსახურების გამწევი არის საქართველოს რეზიდენტი, ჩაითვლება რომ მომსახურება საქართელოს ტერიტორიიდან შესრულდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში გასწია მომსახურება.

ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი არ აქვს უფლება გაწიოს შემდეგი სახის მომსახურებები:

1. საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ლიცენზირებას ან ნებართვას. 2. საქმიანობა, რომლის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება). 3. უცხოური სავალუტო ოპერაციების განხორციელება. 4. სამედიცინო, არქიტექტურული, სამართლებრივი ან სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო საქმიანობა. 5. აზარტული თამაშების ბიზნესი. 6. კადრების უზრუნვლყოფა 7. აქციზური საქონლის წარმოება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ინდმეწარმე და როგორ დავრეგისტრირდეთ

ინდმეწარმე და როგორ დავრეგისტრირდეთ

ვრცლად

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ვრცლად

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

ვრცლად

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი

ვრცლად

საწარმოს რეგისტრაცია

საწარმოს რეგისტრაცია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp