საწარმოს რეგისტრაცია
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაზე შემოსავლიანი სამეწარმეო საქმიანობაა და რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაწყისშივე მისთვის სწორი მიმართულების მიცემას.
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის უნდა მიაკითხოთ იუსტიციის სახლის სისტემაში შემავალ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრს. თუ დარეგისტრირდებით ინდივიდუალურ მეწარმედ სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი საგადასახადო ორგანოს თუ სხვა ნებისმიერი პირის წინაშე არსებული ვალდებულებების შემთხვევაში მთელი თქვენი ქონებით პირადად იქნებით პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საკუთრებაში გექნებათ უძრავი ან მოძრავი ქონება დავალიანების დასაფარად იქნება მიქცეული.
ზემო აღნიშნული ვალდებულების თავიდან ასაცილებლად სასურველია დააფუძნოთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). ამ შემთხვევაში საწარმოს ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად საწარმოს და არა პირადად თქვენ.
ინდივიდუალური მეწარმის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც, ასეთ შემთვევაში დამფუძნებელი ხდება როგორც 100% წლის მესაკუთრე, ისე შეუძლია იყოს ერთპიროვნული ხელმძღვანელიც.
კანონი იცნობს სამეწარმეო საქმიანობის სხვა სუბიექტებსაც: სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადეობა, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კოოპერატივი, თუმცა ყველაზე გავრცელებული სუბიექტებია ინდ. მეწარმე და შპს, რადგან სხვა სახის მეწარმე სუბიექტები სამეწარმეო საქმიანობის სფეროს მიხედვით ფუძნდება. მაგალითად: საბანკო დაწესებულებები სააქციო საზოგადეობის ფორმით, კოოპერატივი წევრთა მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული საწარმოა და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
