iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » მემკვიდრეობის დავა: რა შეგიძლია გააკეთო, თუ ძმამ ქონება შენი თანხმობის გარეშე გადაიფორმა?
იურიდიული სტატია

მემკვიდრეობის დავა: რა შეგიძლია გააკეთო, თუ ძმამ ქონება შენი თანხმობის გარეშე გადაიფორმა?

3-11-2025, 12:56 მემკვიდრეობა / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ოჯახური დავები / ქონებრივი დავები / სიახლე 51 ნახვა
მემკვიდრეობის დავა: რა შეგიძლია გააკეთო, თუ ძმამ ქონება შენი თანხმობის გარეშე გადაიფორმა?

ხშირად საქართველოში მემკვიდრეობითი დავები ოჯახურ კონფლიქტად იქცევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მემკვიდრე ქონებას მთლიანად საკუთარ სახელზე აფორმებს და სხვების უფლება ირღვევა.

ასეთი შემთხვევა მოყვა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულმა ადვოკატმა ნათია ნაკაშიძემ, რომელიც გვიყვება ერთ-ერთი ქალბატონის ისტორიას:

„მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ძმამ სამკვიდრო გახსნა და სოფლის ქონება: ორი მიწის ნაკვეთი და სახლი - მთლიანად საკუთარ სახელზე გადაიფორმა ისე, რომ ჩემთან არც კითხულობდა, ჰყავდა თუ არა მამას სხვა მემკვიდრე. მე იმ დროს საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შევიტყვე ამის შესახებ,“ - ყვება ქალი.

როგორც ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს, მემკვიდრეობის მიღების თაობაზე განცხადება ნოტარიუსს უნდა წარედგინოს გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში.

ეს ვადა ორივე შვილს: როგორც ძმას, ისე დას ჰქონდათ. მიმართვა შეიძლებოდა პირადად ან მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის მეშვეობითაც.

„თუ ამ ვადაში მემკვიდრე არ მიმართავს ნოტარიუსს, ის ავტომატურად კარგავს სამართლებრივ შესაძლებლობას მემკვიდრეობის მიღებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაადასტურებს, რომ ფაქტობრივად დაეუფლა მემკვიდრეობით ქონებას,“ - განმარტავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე .

ნოტარიუსი ვალდებულია, გაითვალისწინოს ყველა შესაძლო მემკვიდრე, რომელიც კანონით უფლებამოსილია.
თუმცა, როგორც ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, თუ მემკვიდრემ (ძმამ) დამალა თქვენი არსებობა, ნოტარიუსს შესაძლოა არ ჰქონოდა ინფორმაცია სხვა შვილზე და მხოლოდ იმაზე დაყრდნობით გაუფორმებია ქონება, ვინც მიმართა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსთან თქვენი მონაცემები ფიქსირდებოდეს როგორც მემკვიდრისა.

თუ მამის გარდაცვალებიდან უკვე 4 წელია გასული და ქონება ძმის სახელზეა გაფორმებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. შეიძლება მიმართო სასამართლოს იმ მოტივით, რომ შენ მემკვიდრედ არ გცნეს და შენი უფლება დაირღვა.

ამისათვის საჭიროა:

  1. მოიპოვო მამის მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მშობლის დაბადების მოწმობა, შენს შვილობაზე მტკიცებულება).

  2. წარადგინო სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში მემკვიდრეობითი უფლების აღდგენის შესახებ.

  3. დაადასტურო, რომ შენ მამის ქონებაზე უფლებას ვერ ახორციელებდი ობიექტური მიზეზით (მაგალითად, საზღვარგარეთ იმყოფებოდი).

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ შენი უფლებები დაირღვა, შესაძლებელია ქონების ნაწილის დაბრუნება ან შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნა,“ - ამბობს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

მემკვიდრეობითი დავები ხშირად რთულია და საჭიროებს არა მხოლოდ ემოციურ სიმტკიცეს, არამედ სამართლებრივ სიზუსტესაც. თუ გაქვს განცდა, რომ შენი უფლება დაირღვა, ნუ შეეგუები - სამართალი შენ მხარესაა, მთავარია, იმოქმედო დროულად და იურიდიულად სწორად.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მემკვიდრეობა, სამკვიდრო, ნოტარიუსი, მემკვიდრეობის უფლება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, სამოქალაქო საქმე, სამართალი, ქონების გადაფორმება, მემკვიდრეობის ვადა, მემკვიდრეობა საქართველოში, ადვოკატი, ქონება, მემკვიდრეობის გადაფორმება, უფლება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მამას ჰქონდა სესხი და გარდაიცვალა - რა ხდება ვალის გადახდასთან დაკავშირებით? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

მამას ჰქონდა სესხი და გარდაიცვალა - რა ხდება ვალის გადახდასთან დაკავშირებით? ადვოკატი

ვრცლად

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

ვრცლად

სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და როდის ვრცელდება იგი

სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და

ვრცლად

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp