iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან
იურიდიული სტატია

ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

17-10-2025, 16:13 მემკვიდრეობა / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 20 ნახვა
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

სამემკვიდრეო სამართალი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ამავდროულად რთული მიმართულებაა, რომლის სწორად გაგებაც უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქისთვის.ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში, გვიზიარებს მნიშვნელოვან სამართლებრივ რჩევებს იმის შესახებ, ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები და როგორ ნაწილდება მემკვიდრეობა საქართველოში.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრეობა არის გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე - მემკვიდრეზე. მემკვიდრეობის ორი სახე არსებობს:

1.კანონით მემკვიდრეობა - როდესაც ანდერძი არ არსებობს ან იგი ბათილად არის ცნობილი.

2. ანდერძით მემკვიდრეობა - როდესაც მამკვიდრებელი სიცოცხლეში წყვეტს, ვის დარჩეს ქონება.

ხშირად ორივე საფუძველი ერთმანეთს ემთხვევა, მაგალითად, როცა ანდერძი მოიცავს მხოლოდ ქონების ნაწილს, ხოლო დანარჩენი კანონით ნაწილდება.

კანონით მემკვიდრეობაში მონაწილეობენ პირები, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში ცოცხლები იყვნენ, ან ჩასახულები იყვნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ გარდაცვალების შემდეგ.


ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, ოღონდ იურიდიული პირი უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის.

სამოქალაქო კოდექსი მემკვიდრეთა ხუთ რიგს გამოყოფს, რომელთა შორის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან:

  • გარდაცვლილის შვილები (მათ შორის ის, ვინც გარდაცვალების შემდეგ დაიბადა),

  • მეუღლე,

  • მშობლები (მათ შორის მეშვილებლები).

მათი არსებობა გამორიცხავს მეორე და მომდევნო რიგის მემკვიდრეთა უფლებას.

თუ ანდერძში არ არის მოხსენიებული არც მეუღლე, არც შვილი, არც მშობელი, ისინი მაინც იღებენ სავალდებულო წილს.
ეს წილი შეადგენს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც მათ კანონით ეკუთვნოდათ მემკვიდრეობის სრული გადანაწილებისას.
ეს მექანიზმი იცავს ოჯახის წევრების მინიმალურ ინტერესს და გამორიცხავს სრულ უფლებაწართმევას.

სამემკვიდრეო საქმეები ხშირად რთულდება ქონებრივი დავებით, დაუდგენელი ანდერძით ან მემკვიდრეთა შორის უთანხმებით. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვირჩევს: „მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. იურიდიული კონსულტაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები, დაიცვათ თქვენი ინტერესები და მიიღოთ სამართლიანი წილი.“

თუ გსურთ მიიღოთ სამართლებრივი რჩევა სამემკვიდრეო, ოჯახურ ან სამოქალაქო საკითხებზე დაგვიკავშრდით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მემკვიდრეობა, ანდერძი, მემკვიდრე, სამემკვიდრეო დავა, იურიდიული რჩევა, ნათია ნაკაშიძე, სამოქალაქო სამართალი, ადვოკატი, სამემკვიდრეო სამართალი, პირველი რიგის მემკვიდრეები, მემკვიდრეობა საქართველოში, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, მემკვიდრეობის წილი, სავალდებულო წ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები? იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp