iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » მამას ჰქონდა სესხი და გარდაიცვალა - რა ხდება ვალის გადახდასთან დაკავშირებით? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
იურიდიული სტატია

მამას ჰქონდა სესხი და გარდაიცვალა - რა ხდება ვალის გადახდასთან დაკავშირებით? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

3-11-2025, 12:45 მემკვიდრეობა / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ოჯახური დავები / სახელშეკრულებო სამართალი / ქონებრივი დავები / სიახლე 29 ნახვა
მამას ჰქონდა სესხი და გარდაიცვალა - რა ხდება ვალის გადახდასთან დაკავშირებით? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

ადამიანის გარდაცვალება, სამწუხაროდ, ხშირად არამარტო ემოციურ, არამედ ფინანსურ გამოწვევებსაც ტოვებს უკან. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა, როდესაც გარდაცვლილ პირს ჰქონდა ბანკის სესხი ან სხვა ვალდებულება და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, ვრცელდება თუ არა ეს ვალი მათზე.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, განმარტავს: „ვალდებულება შეიძლება გადავიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრემ მიიღო მემკვიდრეობა - ანუ გარდაცვლილის ქონება. კანონით, მემკვიდრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ იმ ოდენობის ვალი, რაც მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას არ აღემატება.“

თუ გარდაცვლილს ჰქონდა ბანკის სესხი, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, იყო თუ არა ქონება, რომელიც შეიძლება მემკვიდრეობად გადმოსულიყო.

  • თუ ქონება არ არსებობს, ან მემკვიდრეობა არ მიღებულა, ბანკს არ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის გადახდა ოჯახის წევრებისგან.

  • თუ დედა ან სხვა ნათესავი არ იყო თავდები, იგი სამართლებრივად ვალდებული არ არის გადაიხადოს ვალი.

ნათია ნაკაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს: „თუ ბანკი აგრძელებს თანხის ჩამოჭრას, დიდი ალბათობით საქმე უკვე აღსრულების ეროვნულ ბიუროშია გადაცემული. ამ დროს მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ, არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილება ან აღსრულების დოკუმენტი, რომელიც ფინბიუროს მიერ გამოიყენება.“

„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა დროულად იმოქმედოს. არ უნდა მოხდეს ბრმად თანხის გადახდა ან ფინბიუროსთან შეთანხმება ისე, რომ არ იყოს გარკვეული სამართლებრივი საფუძველი. ყველა მოქმედება უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული,“ – აღნიშნავს ნათია ნაკაშიძე.

გარდაცვლილი პირის ვალები შეიძლება გახდეს ოჯახისათვის სტრესის წყარო, თუმცა კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის საზღვრებს. თუ მემკვიდრეობა არ მიღებულა ან ქონება არ არსებობს - ბანკს ან ფინბიუროს არ აქვს უფლება მოითხოვოს გადახდა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: გარდაცვლილის სესხი, მემკვიდრეობა და ვალები, ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ბავშვთა უფლებები, ფინბიურო, ვალის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილება, აღსრულების ბიურო, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, მემკვიდრეობა, სესხი, ვალები, ადვოკატი, სამართლება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში კანონი მოვალეს?

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში

ვრცლად

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია

ვრცლად

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

ვრცლად

სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და როდის ვრცელდება იგი

სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და

ვრცლად

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp