iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და როდის ვრცელდება იგი
იურიდიული სტატია

სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და როდის ვრცელდება იგი

28-10-2025, 20:08 მემკვიდრეობა / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 30 ნახვა
სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში - როგორ მუშაობს კანონით არსებული აღნიშნული უფლება და როდის ვრცელდება იგი

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ხშირად გაურკვევლობას იწვევს მოქალაქეებში - სავალდებულო წილის პრინციპი მემკვიდრეობაში.

სავალდებულო წილის პრინციპი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელი ტოვებს ანდერძს და ქონებას გადასცემს ისეთ პირებს, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ მისი შვილები, მეუღლე ან სხვა ახლო ნათესავები.

სწორედ ასეთ დროს კანონმდებლობა იცავს ოჯახის წევრების ინტერესს და განსაზღვრავს, რომ შვილებს, მეუღლესა და მშობლებს, მიუხედავად ანდერძის შინაარსისა, ეკუთვნით სავალდებულო წილი.

ამ წილი განისაზღვრება როგორც იმ წილის ნახევარი, რომელიც თითოეულ მათგანს კანონით ერგებოდა მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, თუ ანდერძი საერთოდ არ იარსებებდა.

სამემკვიდრეო სამართლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ჩნდება იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრეობა იხსნება, ანუ მამკვიდრებელი გარდაიცვლება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს უფლება არის მემკვიდრეობითი - იგი შეიძლება გადავიდეს სხვა მემკვიდრეზე, რაც უზრუნველყოფს ოჯახის ინტერესების დაცვას თაობიდან თაობამდე.

სავალდებულო წილის განსაზღვრისას სასამართლო ან მემკვიდრეობის გამნაწილებელი მხედველობაში იღებს მხოლოდ კანონით მოწვეულ მემკვიდრეებს, ანუ იმ პირებს, რომლებსაც უფლება ექნებოდათ მემკვიდრეობაზე, თუკი ანდერძი არ იქნებოდა.

ანდერძით მითითებული მემკვიდრეები ამ გამოთვლაში არ იჩენენ გავლენას - კანონი აქცენტს აკეთებს კანონით განსაზღვრულ ოჯახურ კავშირზე, არა ანდერძის შინაარსზე.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებელი სიცოცხლეშივე განკარგავს ქონებას - გაყიდის, აჩუქებს ან სხვაგვარად გადააბარებს მას სხვა პირს.

ბევრს ჰგონია, რომ ამის მიუხედავად მემკვიდრეს მაინც შეუძლია მოითხოვოს წილი, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამკვიდრო მოიცავს მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მამკვიდრებლის საკუთრებაშია სიკვდილის მომენტისათვის.

ანუ, თუ ქონება უკვე გაყიდულია ან ჩუქების გზით გადაცემულია სხვას, იგი აღარ შედის სამკვიდროში, შესაბამისად, მემკვიდრეს ამ ქონებაზე მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

სავალდებულო წილის პრინციპი წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც იცავს ოჯახის წევრთა ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მაშინაც კი, როცა ანდერძი მათ გვერდს უვლის.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და სავალდებულო წილის მოთხოვნამდე აუცილებელია სამართლებრივი კონსულტაცია, რათა სწორად შეფასდეს მემკვიდრეობის მოცულობა და სამართლებრივი საფუძველი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ავალდებულო წილი, მემკვიდრეობა, სამემკვიდრეო სამართალი, ანდერძი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, სამოქალაქო კოდექსი, მემკვიდრეობის წილი, შვილების მემკვიდრეობა, მეუღლის მემკვიდრეობა, სავალდებულო წილი, ადვოკატი, ბავშვთა უფლებები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სავალდებულო წილი

სავალდებულო წილი

ვრცლად

მემკვიდრის სავალდებულო წილი

მემკვიდრის სავალდებულო წილი

ვრცლად

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება

ვრცლად

სამკვიდრო წილის მიღება

სამკვიდრო წილის მიღება

ვრცლად

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას?

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp