iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი ნათია ნაკაშიძე » რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან
იურიდიული სტატია

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

17-10-2025, 13:45 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 24 ნახვა
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?

ბოლო პერიოდში ქონების გადასახადის თემა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა - განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ვალდებულნი არიან გადაიხადონ აღნიშნული გადასახადი.


ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, გვიხსნის ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რაც უნდა იცოდეს თითოეულმა მფლობელმა.

რა არის ქონების გადასახადი? ქონების გადასახადი წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით და დაწესებულია თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტით. ეს ნიშნავს, რომ გადასახადის გადახდა სავალდებულოა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ქონება მდებარეობს.

ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი? გადასახადის გადახდა ეკისრება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საწარმოებსა და ორგანიზაციებს - იქნება ეს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი.

ფიზიკური პირი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს.

როგორ განისაზღვრება შემოსავალი? ერთობლივ შემოსავალში შედის:

  • ხელფასი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),

  • ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი,

  • დამატებითი სარგებელი, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება საქმიანობას.

თუმცა, არ შედის:

  • მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება,

  • განქორწინებისას გადაცემული ქონება,

  • სახლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, თუ ქონება ფლობის უფლებით იყო 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ნათია ნაკაშიძე განმარტავს: „თუ ფიზიკური პირი ფლობს მიწას ან მის წილს, იგი ვალდებულია წარადგინოს დეკლარაცია არა უგვიანეს 1 ნოემბრისა, ხოლო ქონების გადასახადი გადაიხადოს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.“

გადასახადი ვრცელდება:

(ა) მიწაზე - შემოსავლის მიუხედავად,

(ბ) დანარჩენ უძრავ ქონებაზე - ოჯახის ერთობლივი შემოსავლის მიხედვით.

გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია შემოსავლის ოდენობის მიხედვით:

წლიური შემოსავალი განაკვეთი
40 000–100 000 ლარი 0.05% – 0.2%
100 000 ლარზე მეტი 0.8% – 1%

ეს ნიშნავს, რომ გადასახადის ტვირთი იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად - რაც ემსახურება გადასახადების სამართლიან განაწილებას.

ქონების გადასახადი მხოლოდ ფინანსური ვალდებულება კი არა, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რომლის დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული სანქციები.


თუ თქვენ გჭირდებათ იურიდიული კონსულტაცია ქონებასთან, გადასახადთან ან დეკლარაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქონების გადასახადი, გადასახადის დეკლარაცია, იურიდიული რჩევა, ფინანსური პასუხისმგებლობა, უძრავი ქონება, გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადახდა, დეკლარაციის წარდგენა, იურიდიული რჩევები, ნათია ნაკაშიძე ადვოკატი, ადმინისტრაციული სამართალი, ფინანსური ვალდე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად

ვინ იხდის გარდაცვლილის საგადასახადო დავალიანებას

ვინ იხდის გარდაცვლილის საგადასახადო დავალიანებას

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად

დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესები

დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესები

ვრცლად

შპს-ს რეგისტრაცია საქართველოში

შპს-ს რეგისტრაცია საქართველოში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp