iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
იურიდიული სტატია

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

18-10-2025, 16:28 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / განქორწინება / განქორწინების მედიაცია / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ოჯახური დავები / ქონებრივი დავები 35 ნახვა
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისათვის, განქორწინების შემდეგ ქონების განაწილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირ საკითხად იქცევა.


ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, განმარტავს, როგორ ხდება ქონების გაყოფა კანონით და რა უნდა იცოდეთ, სანამ სასამართლოს მიმართავთ.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი ქონება. ეს ნიშნავს, რომ ქორწინების განმავლობაში ნაყიდი ბინა, ავტომობილი, ავეჯი თუ სხვა მატერიალური ღირებულება ორივე მეუღლეს თანაბრად ეკუთვნის - მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა შემოსავალი არ ჰქონდეს.

ნათია ნაკაშიძე ხაზს უსვამს: „თანასაკუთრება მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებით წარმოიშობა. ფაქტობრივი თანაცხოვრება იურიდიულად არ უტოლდება ქორწინებას, შესაბამისად, არც თანასაკუთრება ჩნდება ასეთ შემთხვევაში.“

არსებობს ქონების კატეგორიები, რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება:

  • ქონება, რომელიც მეუღლემ ფლობდა ქორწინებამდე;

  • მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

  • პირადი სარგებლობის ნივთები (გარდა ძვირფასეულობისა);

მაგალითად: თუკი ერთ-ერთი მეუღლე მუსიკოსია, ექიმი ან სხვა სპეციალური პროფესიის წარმომადგენელი, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები - მაგალითად, ინსტრუმენტები ან სამედიცინო აპარატურა — განაწილებისას მას რჩება, ვისაც ეს ნივთი საქმიანობისათვის სჭირდება.

მეუღლეებს შეუძლიათ ქონება გაიყონ ურთიერთშეთანხმებით - ადვოკატის ჩარევის გარეშე. თუმცა, უთანხმოების შემთხვევაში საქმე გადადის სასამართლოში, რომელიც განსაზღვრავს, რომელ მეუღლეს მიეკუთვნება კონკრეტული ქონება.

სასამართლოს მიმართვამდე აუცილებელია იურიდიული კონსულტაციის გავლა. ადვოკატის რჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები და ფინანსური ზარალი, რაც ხშირად არაინფორმირებულობის შედეგია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, მეუღლეთა ქონება, თანასაკუთრება, იურისტის რჩევები, სამოქალაქო სამართალი, ნათია ნაკაშიძე, ქონების გაყოფა, მეუღლეთა თანასაკუთრება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, იურიდიული რჩევები, ქორწინების ხელშეკრულება, საოჯახო დავა, განქორწინების შემდეგ ქონება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

როგორ ნაწილდება ქონება განქორწინების შემდეგ?

როგორ ნაწილდება ქონება განქორწინების შემდეგ?

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ვრცლად

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და პარტნიორების" იურისტთან ნათია ნაკაშიძესთან

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp