iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » არასრულწლოვანის უფლება იყოს მემკვიდრე
იურიდიული სტატია

არასრულწლოვანის უფლება იყოს მემკვიდრე

20-03-2023, 16:39 მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 177 ნახვა
არასრულწლოვანის უფლება იყოს მემკვიდრე


არასრულწლოვანები, მიუხედავად შეზღუდული ქმედუნარიანობისა, არიან მემკვიდრეობის უფლების მქონე პირები და მათი უფლებების დაცვას, უპირველეს ყოვლისა, კანონიერი წარმომადგენლები ახორციელებენ.

პირველი რიგის მემკვიდრეები მეუღლე, შვილები და მშობლები არიან, რომლებიც თანაბრად არიან უფლებამოსილი მემკვიდრეობის მისაღებად.

რადგან არასრულწლოვანს შეზღუდული აქვს ქმედუნარიანობა სამკვიდროს მიღებისა და მართვის თვალსაზრისით, ამიტომ კანონი ავალდებულებს კანონიერ წარმომადგენელს ან/და მეურვეს, დაიცვას არასრულწლოვანის ქონებრივი უფლებები და ამ მიზნით განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება.

სამოქალაქო კოდექსი ორი სახის – ანდერძისმიერ და კანონისმიერ – მემკვიდრეობას ითვალისწინებს. ორივე შემთხვევაში შეიძლება არასრულწლოვანი პირი მემკვიდრეობის უფლების მქონე სუბიექტი იყოს. ბავშვის ინტერესები კანონმდებლობით არის დაცული, ამიტომ ბავშვს, რომელმაც დაკარგა მშობელი, უფლება აქვს მიიღოს მემკვიდრეობა.

არასრულწლოვანის უფლებაზე – იყოს მემკვიდრე, გავლენას არ ახდენს ისეთი გარემოება, როდესაც მშობლების ქორწინება არ არის რეგისტრირებული, ანუ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მემკვიდრეობის უფლებაც გარანტირებული და დაცულია კანონით.

კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად ცდილობს დაიცვას არასრულწლოვანი შვილიშვილების ინტერესებიც, შესაძლებელია, ისინიც იყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის მათი მშობლები, რომლებიც მამკვიდრებლის მემკვიდრეები უნდა ყოფილიყვნენ, ცოცხლები აღარ არიან. შვილიშვილები თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც მათ გარდაცვლილ მშობელს მემკვიდრეობის დროს კანონით ერგებოდა.

ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში მამკვიდრებელი წინასწარ განსაზღვრავს, ვის რა ქონება ერგება მისი გარდაცვალების შემდეგ. ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეები შეიძლება გახდნენ ის ბავშვები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ასევე ისინიც, ვინც ჩაისახა მის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.არა

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

მშობლების უფლებები შვილების მიმართ

მშობლების უფლებები შვილების მიმართ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp