მემკვიდრეობის მიღება
ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა / უძრავი ქონების რეგისტრაცია
არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები.
კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
memkvidreoba, memkvidreobis migeba, memkvidreebi, kanonit memkvidreoba, anderdzit memkvidreoba, anderdzi, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, მემკვიდრეები, კანონით მემკვიდრეობა, ანდერძით მემკვიდრეობა, ანდერძი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართვე