Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე

რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე



მშობლის სიცოცხლეში ქონების განაწილება მის ნებაზეა დამოკიდებული და ვალდებულება არ აქვს, წილი შვილებს გადასცეს. ადამიანს სიცოცხლეში ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს და თავისი სურვილის მიხედვით განკარგავს მას. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ გარდაცვლ პირს საკუთრებაში აქვს ქონება, ის მემკვიდრეობით ნაწილდება. მემკვიდრეობის განაწილება შეიძლება მოხდეს ორი საფუძვლით - ანდერძით და კანონით.

როდესაც პირი ანდერძით მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას, ასეთ შემთხვევაში დანარჩენ შვილებს შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება.სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელიც მათ კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ეკუთვნოდათ.

როგორ ნაწილდება უძრავი ქონება შვილებს შორის?

კანონით მემკვიდრეობის დროს ყველა შვილს სახლზე თანაბარი უფლება ექნება და მათი ნებაა, როგორ განკარგავენ ამ ქონებას.მათ შეუძლიათ დაიტოვონ ქონება,გააჩუქონ ან გაყიდონ.

აღსანიშნავია,რომ განქორწინება მემკვიდრეობას ხელს არ უშლის. პირი ერთი მშობლის მემკვიდრეცაა და მეორისაც. შესაბამისად, ორივეს ქონებაზე ექნება მემკვიდრეობის მიღების უფლება. თუ სიცოცხლეში მშობელი ერთ შვილს ჩუქნის საკუთარ ქონებას, სხვებს წილის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

სხვადასხვა ქორწინებიდან შვილები ერთი ტიპის მემკვიდრეები არიან.  ნაშვილები პირიც გათანაბრებულია ბიოლოგიურ შვილთან, მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

პირველი რიგის მემკვიდრეები არიან ასევე პირის მეუღლე და მშობლები. შესაბამისად, ქონება მათზეც თანაბრად ნაწილდება,ისევე როგორც შვილებზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები