iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » მემკვიდრეობა ანდერძით
იურიდიული სტატია

მემკვიდრეობა ანდერძით

11-08-2020, 17:58 მემკვიდრეობა 907 ნახვა
მემკვიდრეობა ანდერძით
მემკვიდრეობა ანდერძით

ცნება - ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე - მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.

ანდერძის შედგენა - პირადად ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.

ერთობლივი ანდერძი - ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ – ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.

წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი – არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.

მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე - თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

წილის თანაზომიერი გაზრდა - ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება, თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავ-თავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.

მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა - წილის განსაზღვრისა ს მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით.

მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა - თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: wili, legacy, anderzis, savaldebulo, wilis, migeba, legati, agsruleba, dacva, dacvastan, qorwinebis, gareshe, dabadebuli, bashvi, mamis, memkvidred, cnoba, uflebis, chamortmeva, ugirs
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ დავწეროთ ანდერძი?

როგორ დავწეროთ ანდერძი?

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

სამკვიდროს გაყოფა

სამკვიდროს გაყოფა

ვრცლად

სავალდებულო წილი

სავალდებულო წილი

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp