iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » ქორწინების შეწყვეტა და საერთო ქონების გაყოფა
იურიდიული სტატია

ქორწინების შეწყვეტა და საერთო ქონების გაყოფა

25-05-2023, 11:56 განქორწინება / ალიმენტის დაკისრება / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 305 ნახვა
ქორწინების შეწყვეტა და საერთო ქონების გაყოფა

სამოქალაქო კოდექსის თანახმად ქორწინება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შედეგად, მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების გზით ან განქორწინებით.

თუ ორივე მეუღლე თანახმაა სასამართლო აღარ არის საჭირო. მიმართავთ იუსტიციის სხლს ერთობლივი განცხადებით და მოახდენთ განქორწინებას ანუ ქორწინების შეწყვეტას. თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა, უნდა მიმართოთ სასამართლოს.

განქორწინებასთან ერთად სასამართლოში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ: ალიმენტისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრება; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა ანუ ნახვისა და წაყვანის დროის განსაზღვრა და ქონების გაყოფა.

იყოფა მხოლოდ მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება და გაყოფისას არა აქვს მნიშვნელობა ვისი სახსრებითაა შეძენილი ის.

გაყოფას არ ექვემდებარება მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება თუნდაც ის თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდეს მიღებული ერთ-ერთ მეუღლეს.

გაყოფას არ ექვემდებარება ქონება, რომელიც მეუღლეს ჰქონდა ერთად ცხოვრების დაწყებამდე, მათ შორის ისეთი ქონებაც, რომელიც ერთად ცხოვრებისას კი შეიძინეთ, მაგრამ იმ მომენტისათვის ხელი არ გქონდათ მოწერილი.

გაყოფას არ ექვემდებარება ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ის ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს და ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქორწინების შეწყვეტა, საერთო ქონება, ქონების გაყოფა, მეუღლეთა თანასაკუთრება, განქორიწნინება, განქორწინების ადვოკატი, ალიმენტის დაკისრება, მეუღლეთა წილი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

ვრცლად

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp