iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა » რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?
იურიდიული სტატია

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

3-04-2023, 15:47 მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 244 ნახვა
რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

მეუღლეთა საკუთრების რეჟიმის გარკვევისას აღსანიშნავია ის, რომ მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმისა იყოს. მათი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა სხვადასხვა საფუძველზე ხდება. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად – ინდივიდუალურ და საერთო თანაზიარ საკუთრებად, ანუ თანასაკუთრებად.

ინდივიდუალური არის ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ქორწინებამდე გააჩნდა, აგრეთვე ქონება, მიღებული ქორწინების პერიოდში საჩუქრის ან მემკვიდრეობის სახით, მეუღლეთა ერთიანი ბიუჯეტიდან შეძენილი ქონება, თუ იგი ემსახურება ერთ–ერთი მეუღლის ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სამოქალაქო კოდექსი აგრეთვე იცნობს ინდივიდუალური საკუთრების საერთო საკუთრებად გადასვლის შესაძლებლობასაც, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური საკუთრების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა ქორწინების პერიოდში. მოცემულ საკითხს არეგულირებს კოდექსის 1163– ე მუხლი. თუმცა მოცემული ნორმა არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაში, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არის დადგენილი.

ქონება,რომელიც ქორწინების პერიოდში შეიძლება იყო შეძენილი და საერთო დანიშნულებაც გააჩნდეს მას, მაგალითად ავტომანქანა, მაგრამ თუ შეძენილია მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული სახსრების საფუძველზე, იგი მაინც ინდივიდუალური საკუთრების ქონებად უნდა ჩაითვალოს.

ქორწინების შემდეგ შეძენილი ყველა სახის ქონება არ წარმოადგენს თანაზიარ ქონებას. თანაზიარად ითვლება მხოლოდ ის ქონება, რომელიც შეძენილია საერთო სახსრებით და განკუთვნილია საერთო სარგებლობისათვის.

თუ ქონება, მართალია შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრების საფუძველზე, მაგრამ განკუთვნილია ერთი მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისათვის, აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ საკუთრებად. კანონი ასეთი ქონების კატეგორიიდან გამორიცხავს მეუღლეთა მიერ შეძენილ ძვირფასეულობას, თუმცა არ აზუსტებს რომელი ნივთები მიეკუთვნება მას. ასეთი ქონება, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება განკუთვნილი იყოს რომელიმე მეუღლის ინდივიდუალური სარგებლობისათვის, მეუღლეთა თანაზიარ საკუთრებას წარმოადგენს. დავა იმის შესახებ, მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლით გათვალისწინებულია მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა. მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. მეუღლეთა თანაზიარი ქონება მათ ეკუთვნით თანაბრად, წილის წინასწარ განუსაზღვრელად. თითოეული მათგანის წილის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ერთ– ერთი მეუღლის ან ორივე მათგანის მიერ თანაზიარი ქონების გაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში.

მეუღლეთა თანაზიარი ქონება მათ ეკუთვნით თანაბრად, წილის წინასწარ განუსაზღვრელად. თითოეული მათგანის წილის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ერთ– ერთი მეუღლის ან ორივე მათგანის მიერ თანაზიარი ქონების გაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

ვრცლად

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp