iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » განქორწინება სასამართლო წესით
იურიდიული სტატია

განქორწინება სასამართლო წესით

23-05-2023, 14:24 განქორწინება / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ალიმენტის დაკისრება / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 340 ნახვა
განქორწინება სასამართლო წესით

ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინება მეუღლეთა შორის შესაძლებელია განხორციელდეს ორი გზით. პირველი როცა მეუღლეები მიმართავენ ერთობლივი განცხადებით სახელმწიფო სერსივების განვითარების სააგენტოს და ახორციელებენ ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციას. ( განქორწინება მინდობილი პირის მეშვეობით შესაძლებელია )

მეორე გზა, როდესაც მეუღლეთა შორის არსებობს დავა, განქორწინება ხორციელდება სასამართლო წესით, სასარჩელო წარმოების გზით, კერძოდ, რომელიმე მხარე/მეუღლე მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ქორწინების შეწყვეტას (შესაბამისი სააქტო ჩანაწერის გაუქმებას).

📌 მეუღლის ორსულობის დროს ან/და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს არ აქვს უფლება აღძრას სარჩელი განქორწინებაზე სასამართლოში.

📌 სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, დგება განქორწინება.

📌 განქორწინების რეგისტრაციიდან სამი წლის განმავლობაში შესაძლებელია ქონებაზე დავა. სამი წლის შემდგომ მართალია მეუღლეს რჩება უფლება მოითხოვოს ქონების გაყოფა, თუმცა მეორე მეუღლის მიერ ხანდაზმულობის ვადაზე მითითების შემთხვევაში, სასამართლო აღარაა უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ქონების გაყოფის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.

📌 იმ შემთხვევაში თუ მეუღლეს უკვე გააჩნდა ქონება ან/და ქონება მიიღო მემკვიდრეობით ან/და აჩუქეს მას, აღნიშნული ქონება უკვე აღარ ითვლება თანასაკუთრებად და შესაბამისად, მისი გაყოფა მეუღლეთა შორის განქორიწინების შემთხვევაში ვერ განხორციელდება.

📌 განქორწინების შემდგომ, მეუღლეს გამონაკლის შემთხვევაში უნარჩუნდება უფლება მეუღლისგან მოითხოვოს სარჩო, თუ ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნარო გახდა ქორწინების დროს ან/და განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში. თუმცა მეუღლე აღარ არის მოვალე მეორე მეუღლეს უხადოს სარჩო, თუ მეუღლე, რომელიც ითხოვს სარჩოს ხელახლა დაქორწინდა ან/და უღირსი საქციელი ჩაიდინა ქორწინების განმავლობაში, ან/და მისი შრომისუუნარობა გამოწვეულა მის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებით ან/და ჩაიდინა განზრახი დანაშაული.

📌 სასარჩელო წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს დადგენილი წესით, მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე, ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვტილებას არ ეთანხმება მხარე შეუძლია გასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, შემდგომში კი საკასაციო სასამართლოში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, თანასაკუთრების გაყოფა, მეუღლეთა საერთო ქონება, ალიმენტი, ქორწინების შეწყვეტა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

ვრცლად

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

ვრცლად

ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp