ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ხშირად მომართავენ საოჯახო დავებიდან წარმოშობილ საკითხებზე, ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, ასევე თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების გაყოფაზე. კომპანიის ადვოკატები უზრუნველყოფენ თქვენი უფლებების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში.
ქორწინება წყდება:
- ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;
- კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით;
- განქორწინებით.
განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ
- განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
- სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
- განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
- განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
- განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე
- მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
- თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
