Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები



როგორ ხდება განქორწინება?

განქორწინებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გვთავაზობს ორ გზას: 

-  იმ შემთხვევაში თუ განქორწინება ხდება მხარეთა თანხმობით, ისინი უფლებამოსილნი არიან მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და ადგილზე ხელმოწერით დაამოწმონ განქორწინება. 

- რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მხარე თანახმა არაა განქორწინებაზე, გვრჩება ერთადერთი გამოსავალი -   განქორწინების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მივმართოთ.

როგორ მივმართოთ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით?

სარჩელის სასამართლოში შესატანად და განქორწინების სასამართლოს მეშვეობით გადასაწყვეტად აუციელებელია, ვიცოდეთ მეუღლის სახელი, გვარი პირადობის მოწმობის მიხედვით, პირადი ნომერი და მისამართი, სადაც შევძლებთ სარჩელის ჩაბარებას.

რა არის შესარიგებელი ვადა?

სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები