iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ ლეგალიზაცია?
იურიდიული სტატია

რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ ლეგალიზაცია?

7-04-2025, 20:12 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / Advokati | lawyer / iuristi / nana nakashidze 45 ნახვა
რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ ლეგალიზაცია?
რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ ლეგალიზაცია?
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას.
უცხო ქვეყანაში წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას, თუმცა მინსკის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნების შემთხვავში შესაძლებელია დოკუმენტი შესაბამის სახელმწიფოში წარდგენილ იქნას დამოწმების გარეშეც.
რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის?
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება მარტივი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, დოკუმენტის დამოწმებას ერთი-ერთი შესაბამისი უწყების მიერ:
  • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტო;
  • სსიპ მომსახურების სააგენტო;
აღნიშნული უწყებების მიერ აპოსტილით დამომწებული დოკუმენტებიი პირდაპირ წარედგინება შესაბამისი ქვეყნის უწყებებს.
დოკუმენტის ლეგალიზაცია სამსაფეხურიანი პროცედურაა.
1. პირველი ეტაპის განმახორციელებელი, დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, ორგანებია ერთ-ერთი აღნიშნული უწყება:
  • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტო;
  • სსიპ მომსახურების სააგენტო.
2. მეორე ეტაპში მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
3. მესამე ეტაპს ახორციელებს დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება.
ლეგალიზებული დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო დაწესებულებამაც განახორციელა ლეგალიზაციის მე–3 ეტაპი.
რომელ ქვეყნებში გამოიყენება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი?
აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი გაოიყენება „ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
რა დოკუმენტების დამოწმებას ახორციელებს იუსტიციის სახლი აპოსტილით და ლეგალიზაციით?
იუსტიციის სახლი აპოსტლით ან ლეგალიზაციით ამოწმებს შემდეგ დოკუმენტებს:
  • საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს , მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს;
  • სანოტარო აქტებს, გარდა სანოტარო აქტებისა, რომელიც ეხება ასლის დედანთან სისწორეს და თარჯიმნის ხელმოწერის დამოწმებას;
  • სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებს (ჯანმრთელობის ცნობა, სხვ.);
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ ოფიციალური დოკუმენტის ასლს;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ თარგმანს.
რომელ ქვეყნებში წარსადგენს დოკუმენტებს არ სჭირდებათ აპოსტილი და ლაგელიზაცია?
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად პოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს დოკუმენტი თუ ის უნდა წარვადგინოთ შემდეგ ქვეყნებში:
1. აზერბაიჯანი; 7. ტაჯიკეთი;
2. ბელარუსი; 8. უზბეკეთი;
3. თურქმენეთი; 9. უკრაინა;
4. მოლდოვა; 10. ყაზახეთი;
5. რუსეთი; 11. ყირგიზეთი;
6. სომხეთი; 12. საქართველო
რა დოკუმენტები არ ექვემდებარება აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებას?
აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაცემული დოკუმენტები ,გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
  • სამხედრო ბილეთი;
  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
  • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
  • სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
  • საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის.
  • პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

იხილეთ ვიდეო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, ლეგალიზაცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.

აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის

ვრცლად

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?

აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას

ვრცლად

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp