iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.
იურიდიული სტატია

აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.

28-08-2024, 12:54 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / imigration lawyer in Georgia / nana nakashidze 145 ნახვა
აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.

რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.

პირველ რიგში განვმარტოთ რას ნიშნავს აპოსტილი/ლეგალიზაცია. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას.

უცხო ქვეყანაში წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება მარტივი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, დოკუმენტის დამოწმებას ერთი-ერთი შესაბამისი უწყების მიერ:

  1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
  2. სსიპ მომსახურების სააგენტო;

აღნიშნული უწყებების მიერ აპოსტილით დამომწებული დოკუმენტებიი პირდაპირ წარედგინება შესაბამისი ქვეყნის უწყებებს.

დოკუმენტის ლეგალიზაცია სამსაფეხურიანი პროცედურაა.

1) პირველი ეტაპის განმახორციელებელი უწყებაა:

  1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ან
  2. სსიპ მომსახურების სააგენტო.

2) მეორე ეტაპში მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

3) მესამე ეტაპს ახორციელებს დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება.

შენიშვნა:

ლეგალიზებული დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო დაწესებულებამაც განახორციელა ლეგალიზაციის მე–3 ეტაპი.

რომელ ქვეყნებში გამოიყენება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი?

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი გაოიყენება „ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში. - იტალია შედის ამ ქვეყნების ჩამონათვალში.

რომელ ქვეყნებში წარსადგენს დოკუმენტებს არ სჭირდებათ აპოსტილი და ლეგალიზაცია?

1. აზერბაიჯანი;

2. ბელარუსი;

3. თურქმენეთი;

4. მოლდოვა;

5. რუსეთი;

6. სომხეთი;

7. ტაჯიკეთი;

8. უზბეკეთი;

9. უკრაინა;

10. ყაზახეთი;

11. ყირგიზეთი;

12. საქართველო

იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება ცნობების მოძიებაში, ეს იქნება: ცნობა განქორწინების შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნასამართლეობის შესახებ გაცემული ცნობა საქართველოში და ნასამართლეობის შესახებ ცნობა ასევე იტალიის რესპუბლიკის მიერ გაცემული, დაბადების მოწმობის და სხვა ტიპის ცნობების მოძიება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ან აპოსტილი, შეგიძლიათ დაგვიკავშრდეთ როგორც საქართველოში ასევე იტალიაში ჩვენს ფილიალებში .

გამომდინარე იქედან რომ, აპოსტილი/ლეგალიზაციის ფასები ცვალებადია, ფასები არის დღეის 10 ოქტომბერი 2023 წლის მდგომარეობით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: აპოსტილი და ლეგალიზაცია, რა განსხვავებაა, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა, და, დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?

აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას

ვრცლად

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

რომელია აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები?

რომელია აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები?

ვრცლად

აპოსტილით დოკუმენტების დამოწმება

აპოსტილით დოკუმენტების დამოწმება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp