iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია
იურიდიული სტატია

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

3-12-2021, 10:09 სიახლე 357 ნახვა
NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, NGO-ები მიიჩნევენ, რომ ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას.

"საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა. შედეგად, 1 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოში 4 ახალი მოსამართლე განამწესა უვადოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო რამდენიმე გარემოების გამო:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ზოგად უნდობლობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე საბჭოში არ არის დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს;

წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;

საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა;

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ფაქტობრივად ერთპარტიულად და კვლავაც, მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა არ ემყარებოდა ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს", - წერია განცხადებაში.

1-ლ დეკემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

მოსმართლეების მოსმენის პროცესში განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო.

წყარო:formulanews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

ვრცლად

კელი დეგნანი იმედ გაცრუებულია, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ისევ მიმდინარეობს

კელი დეგნანი იმედ გაცრუებულია, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ისევ მიმდინარეობს

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp