iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საპროცესო შეთანხმება
იურიდიული სტატია

საპროცესო შეთანხმება

9-11-2021, 17:18 სიახლე / სისხლის სამართალი 603 ნახვა
საპროცესო შეთანხმება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, განხილულ საქმეთა უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ოფიციალური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანით განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან 2016 წელს საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 63%; 2017 წელს - 70%; 2018 წელს - 66%; 2019 წელს - 67%; 2020 წლის 9 თვის მონაცემით კი - საქმეთა 66%;

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს განაჩენის გამოტანას საქმის არსებითი განხილვის გარეშე, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალსა ან სასჯელზე.

კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია, როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. გარდა ამისა, საქმის განხილვისას სასამართლოსაც აქვს უფლებამოსილება, მხარეებს შესთავაზოს საპროცესო შეთანხმების დადება. თუ დაიდო საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს, იშუამდგომლოს სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რა დროსაც მან უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რა როლი ითამაშა ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენაში.

საპროცესო შეთანხმების დადებისას უნდა არსებობდეს ზემდგომი პროკურორის და ბრალდებულის წინასწარი თანხმობა და ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ადვოკატი. პროკურორმა უნდა გააფრთხილოს პირი, რომ იგი არ თავისუფლდება სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

ბრალდებულს (მსჯავრდებულს) ეკისრება დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავარ პროკურორს აქვს უფლება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ამგვარი პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა უკვე სახელმწიფოზე გადადის.

თუ ბრალდებულმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და შეიქმნა დანაშაულის გახსნის წინაპირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შესახებ.

სასჯელისგან სრულად გათავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

საპროცესო შეთანხმების საქმეში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობაში მთლიანად არის ფორმულირებული ბრალდება, ანუ ის, თუ რაში ედება პირს ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი), რა ვითარებაში ჩაიდინა, რა დროს, რა შედეგები გამოიწვია ამ ქმედებამ, შესაბამისი მტკიცებულებანი, სასჯელის რა ზომას ითხოვს პროკურატურა და სხვა.

საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს დადებული იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების შედეგად, რაც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. სასამართლო (მოსამართლე) არ არის ვალდებული, უპირობოდ და მსჯელობის გარეშე გაიზიაროს და დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანონის საფუძველზე. სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის უკან დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, კანონიერია თუ არა მოთხოვნილი სასჯელი, არსებობს თუ არა საქმეში უტყუარი მტკიცებულებანი ბრალის დასადასტურებლად.

სასამართლოს უფლება აქვს, შესთავაზოს მხარეებს, შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც ზემდგომ პროკურორთან უნდა იყოს შეთანხმებული. ბრალდებულს აქვს უფლება, განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. არსებითი განხილვის გარეშე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, თუ მნიშვნელოვნად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საპროცესო შეთანხმების დადებისთვის დადგენილი წესები (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

სამშენებლო ამნიისტის შესახებ კანონი დამტკიცდა და ოფიციალურად ძალაშია 2021 წლის 28 ივლისიდან

სამშენებლო ამნიისტის შესახებ კანონი დამტკიცდა და ოფიციალურად ძალაშია 2021 წლის 28

ვრცლად

ადვოკატის ნომერი

ადვოკატის ნომერი

ვრცლად

ადვოკატის მომსახურება

ადვოკატის მომსახურება

ვრცლად

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp