iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
იურიდიული სტატია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

26-06-2024, 11:51 სიახლე 117 ნახვა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირსაც, რომლის უნარები და კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიცირებული სოციალური მუშაკის შესაძლებლობასთან და გარდამავალ პერიოდში შეძლებს გარკვეული ფუნქციების შესრულებას შესაბამისი დაწესებულების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმავე გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირების გავლის ან სათანადო პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შედეგად სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს სოციალური მუშაკის ფუნქციების განხორციელებას. კანონით განსაზღვრული პროცესი უნდა დასრულდეს 2030 წლამდე.

კანონპროექტის ავტორების მოლოდინით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის შეუფერხებელი წარმართვა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ევალება შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები გონივრულ ვადაში, კერძოდ, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც უნდა განახორციელოს სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით სერტიფიცირების ბოლო ვადა კი 2030 წლის 1 იანვარია.

დეტალურად გაწერილი წესები ასეთია:

1. ზუსტდება, რომ სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან და სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;


2. დგინდება, რომ კანონის მოქმედი რედაქციით სოციალურ მუშაკად დასაქმების უფლებამოსილი პირის გარდა, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ასევე შეიძლება დასაქმდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი, ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი;

3. იმავე თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45-კრედიტიანი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და იმავდროულად აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტიც;


4. ზემოაღნიშნული სტუდენტების მიმართ განისაზღვრება ვალდებულება, დასაქმებიდან 1 წლის ვადაში წარმოადგინონ შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. ასეთი დოკუმენტის წარმოდგენამდე, ისინი სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს განახორციელებენ მხოლოდ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში;

5. სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა ექნება ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სფეროებიდან ერთ-ერთში არანაკლებ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ ექნება დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა.


მას ამ კანონის მიზნებისთვის დაერქმევა მაძიებელი. ამ სტატუსით ის ფუნქციებს განახორციელებს არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, ამ პერიოდში მიეცემა სოციალური მუშაკის თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი, უფლებამოსილებებს განახორციელებს დამსაქმებლის ზედამხედველობით, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ შეზღუდულ ფარგლებში, იმავე 1-წლიან პერიოდში გაივლის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროცესს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად განახორციელებს სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება თანამდებობიდან;

64-ე მუხლს ასევე ემატება მე-11 პუნქტი, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს და ადგენს, რომ მასზე ამ გარდამავალ პერიოდში და ამ პერიოდის დასრულების შემდეგაც არ გავრცელდება კანონის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის მოთხოვნა, რომელიც მასზე გავრცელების შემთხვევაში შეუზღუდავდა ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას;

განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა, ადამიანის უფლებათა დაცვისა, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სოციალური მუშაობის შესახებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“

ვრცლად

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

ვრცლად

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით ისარგებლებს

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით ისარგებლებს

ვრცლად

დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის წესებში ცვლილებები შედის

დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის წესებში ცვლილებები შედის

ვრცლად

''ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შედის - მიზანი თბილისის საავტომობილო გზების განტვირთვაა

''ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შედის - მიზანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp