დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის წესებში ცვლილებები შედის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ზედიზედ ორჯერ გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი.
პროექტის თანახმად, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში დანიშვნა.
ცვლილების მიხედვით, მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დიპლომატიურ თანამდებობის პირს, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს.
ცვლილება ასევე, შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში, რომელიც დიპლომატიური რანგისთვის შესაბამისი დანამატის გაცემის ვალდებულებას ეხება.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
