iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » '' წყნარად ისხედით გაკვეთილის დასრულებამდე ''
იურიდიული სტატია

'' წყნარად ისხედით გაკვეთილის დასრულებამდე ''

23-08-2023, 10:58 სიახლე 1 006 ნახვა
'' წყნარად ისხედით გაკვეთილის დასრულებამდე ''

ქალბატონო ნინო წლებია ამზადებთ მოსწავლებს ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა გამოცდებისთვის. რას გვეტყვით ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატზე?

ეროვნულების ფორმატი ძალიან მომწონს, მაგრამ რაც ეს გამოცდები დაწესდა მას შემდეგ პროგრამა არ შეცვლილა. მისი გადახედვა თავში არავის მოსდის...

- შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ?

მაგალითად, ალ. ჭავჭავაძის მხოლოდ "გოგჩა" ტრიალებს წლებია. პროგრამში შესულია სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისა" -დან 5 იგავი და 2005 წლიდან ეს იგავები არ შეცვლილა, მაშინ როდესაც უამრავ იგავს სწავლობს აბიტურიენტი სკოლაში. მეტსაც გეტყვით, ისეთი იგავია შეტანილი, რომელიც არასდროს მოვა გამოცდაზე -"უგუნური მცურავი" - ორი წინადადებაა... არის ასეთი ლექსებიც.


-შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

ანა კალანდაძის " მკვდართა მზე ვარ" იმდენად მცირე მოცულობისაა ვერავინ მოითხოვს მისი დახმარებით 35 ქულიანი თემის აგებას...


- რა სირთულეებს აწყდებით სწავლებისას?

გრამატიკის დეტალურ ცოდნას მოითხოვს გამოცდა (მაღალი ქულის ასაღებად თორე ლოგიკურ- მექანიკურად რაღაცას დაწერ)... ამ დროს როგორ ისწავლება გრამატიკა სკოლაში ყველამ ვიცით! ერთი რვეულია მისთვის გამოყოფილი, რომელიც უნდა შეავსო ხოლმე. ცალკე საგნად ქართული ენა აღარ ისწავლება და შედეგიც სახეზეა- ყველაფერს ვიწყებთ ნულიდან. მადლობა იმ პედაგოგოებს, რომლებმაც გრამატიკისთვის ცალკე დღეები გამოყვეს, თუმცა ვალდებულნი არ არიან..


- რას გვეტყვით ქართულის გამოცდაზე შესულ სიახლეებზე?

აბიტურიენტების დიდ ნაწილს უჭირს ამ ნაწილში უმაღლესი შეფასების აღება და რაც მთავარია ვერ წერენ ფრაზით " ჰე მიდი დაწერე". მიუხედავად იმისა ,რომ აბიტურიენტის აზრი აინტერესებთ და არგუმენტაცია, რომელსაც წესით არანაირი სტრუქტურა არ უნდა სჭირდებოდეს ვხედავთ იმას, რომ მოსწავლეებს უჭირთ აზრის ჩამოყალიბება , თემის აგება, დასაბუთება ტექტიდან თუ თანამედროვეობიდან.


-რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს?

გამოცდებისთვის მომზადება დაიწყეთ კრიტერიუმების გაცნობით- აუცილებელია იცოდეთ რას ითხოვენ თქვენგან... მოძებნეთ პროგრამა,ამობეჭდეთ და პერიოდულად გადახედეთ... იკითხეთ ინფორმაციები მსოფლიოსა თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სპორტსა თუ ხელოვნებაზე, პოლიტიკასა თუ საზოგადოებაზე- ამის გარეშე ვერ დაასაბუთებთ თემის მეორე ნაწილს. შეხედეთ კრიტიკულად პედაგოგის ახნილ პრობლემატიკას თუ გააზრებას, მოიძიეთ ინტერნეტ სივრცში იგივე თემები - შეადარეთ. იმსჯელეთ კლასში.


და ბოლოს არ შეეგუოთ ფრაზას: "წყნარად ისხედით გაკვეთილის დასრულებამდე", რადგან აქედან იწყება გაუაზრებლობა შენი მოვალეობების. შენი საქმის კარგად კეთებაა ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა უკეთესობისკენ შეცვალო არა მარტო შენი, არამედ ქვეყნის ცხოვრება და მომავალი. ფრაზა-" წყნარად ისხედით გაკვეთილის დასრულებამდე" დღევანდელი მახინჯი განათლების სისტემის ტრაგიკული სახეა.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქართული ენა, მომზადება ქართულში, ქართულის მასწავლებელი, ქართულის მასწავლებელი ნინო, მომზადება, აბიტურიენტების მომზადება, აბიტურიენტები ქართულში, ქართულის აბიტურიენტები, ქართულში მომზადება აბიტურიენტების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი - ნინო ნაკაშიძე

ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი - ნინო ნაკაშიძე

ვრცლად

სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები უცხო ენაში უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართულში.

სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები უცხო ენაში უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართულში.

ვრცლად

ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… - მამა პეტრე კოლხი

ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… - მამა პეტრე კოლხი

ვრცლად

გირაო, გირავნობა და მისი შედეგები

გირაო, გირავნობა და მისი შედეგები

ვრცლად

რა არის გირაო?

რა არის გირაო?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp