ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… - მამა პეტრე კოლხი
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს ეხმიანება და წერს, რომ ხელისუფლების ამგვარ ქმედებასთან შეგუება მონობის ტოლფასია. პეტრე კოლხი აცხადებს, რომ შიმშილობამდე მისული ხალხის ლუკმა არავის შერჩება.
''ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა… სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია… ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო…
არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები… რაში ერყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს… მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა… ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!… იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!''..- წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი
წინა წელთან შედარებით, 2022 წელს წყლის საფასური 77,37%-ით, ბუნებრივი გაზის - 76,59%- ით, ელექტროენერგიის - 65,64%-ით, ხოლო ნაგვის გატანის გადასახდელი 58,09%-ით გაიზარდა.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
