iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი » რა თანხებს და დროს საჭიროებს სასამართლო დავა?
იურიდიული სტატია

რა თანხებს და დროს საჭიროებს სასამართლო დავა?

26-04-2023, 16:10 სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 288 ნახვა
რა თანხებს და დროს საჭიროებს სასამართლო დავა?

სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს ადვოკატის მომსახურების, სახელმწიფო ბაჟის, სხვადასხვა სპეციალისტისა ან/და ექსპერტიზის, მოწმეების დასასწრებად საჭირო თანხებს.

სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური პირები (მოქალაქეები) და იურიდილი პირები იხდიან, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მათ სასარგებლოდ იურიდიული მოქმედებები ან გასცეს სათანადო საბუთები. ბაჟს ვიხდით სასამართლოში სარჩელის შეტანისას, რათა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს.

არსებობს ბაჟის გამოთვლის მარტივი და პროპორციული მეთოდები.

მარტივი მეთოდი ნიშნავს რომ კანონი წინასწარ განსაზღვრავს ბაჟის ოდენობას. მაგალითად, ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში: ბაჟი სარჩელისათვის ქონებრივ მოთხოვნაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს შეადგენს 50 ლარს; ბაჟი სარჩელისათვის არაქონებრივ მოთხოვნაზე შეადგენს 100 ლარს.

პროპორციული მეთოდით კი გამოითვლება მაგალითად, ბაჟი ფიზიკური პირისათვის, თუკი ქონებრივი მოთხოვნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამ შემთხვევაში ბაჟის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულების 3%, 4% ან 5 %-ით, სასამართლოს ინსტანციის მიხედვით.

სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. თუმცა, ამის შესახებ მოსარჩელემ (ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა) სარჩელში, ანდა მოპასუხემ (ვის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი) შეგებებულ სარჩელში უნდა მიუთითონ.ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს.

მიუხედავად ამისა, მოგებული მხარის ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მეორე მხარეს ეკისრება გონივრულ ფარგლებში. კანონი განსაზღვრავს იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც წაგებულ მხარეს შეიძლება დაეკისროს. თანხამ შეიძლება შეადგინოს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4 %, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - 2000 ლარამდე. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გაითვალისწინებს საქმის სირთულეს, პირის ქონებრივ მდგომარეობას, შემოსავლების ოდენობას და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების „გონივრულ ფარგლებს“ განსაზღვრავს. ასეთი წესი ქმნის ამ ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს წაგებული მხარის ინტერესებს, რომელსაც ხარჯების ანაზღაურება მოუწვს.

სასამართლო პროცესი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, იმართება არაერთი განხილვა, რაც შეიძლება თვეები, ან წლებიც კი გაგრძელდეს. თუმცა, მოქალაქის სარჩელი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევას შეეხება, სამოქალაქო საქმეთა კატეგორიაში გადის. ამ კატეგორიის საქმეებზე კი სასამართლომ პირველი მოსმენა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში უნდა დანიშნოს, განსაკუთრებით რთულ საქმეებზე კი - არაუმეტეს 5 თვეში. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ პირველი მოსმენის შემდეგვე მიიღოს. ამავე დროს, სულაც არ არის საჭირო უშუალოდ მომხმარებელი - მოსარჩელე ესწრებოდეს ყველა სასამართლო სხდომას. მას შეუძლია თავის ადვოკატს მიანიჭოს უფლებამოსილება სასამართლოზე მისი ინტერესები წარმოადგინოს, თავად კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდეს სასამართლოში. ასე რომ, სასამართლო დავა შესაძლებელია სულაც არ მოითხოვდეს მიუწვდომელი ხარჯების გაღებასა და დიდი დროის დახარჯვას. სასამართლო სისტემა არაა მორგებული მხოლოდ „გადახდისუანარიან მომჩივნებზე“. კარგად მომზადებული სარჩელის შემთხვევაში, კანონის წინაშე თავი შეუძლია დაიცვას სასამართლო ხარჯების გადახდისუუნარო პირმაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დავა, სასამართლო, თანხები, დრო, საჭიროება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სასამართლო გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების თაობაზე

სასამართლო გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების თაობაზე

ვრცლად

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

ვრცლად

ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადება

ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადება

ვრცლად

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp