iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
იურიდიული სტატია

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

30-04-2025, 11:26 სიახლე 28 ნახვა
პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 79 ხმით „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას“ უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 5 მაისიდან ერთი თვით გაუგრძელა.
შესაბამისი დადგენილების მიღებამდე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მთავარი მიზეზი გახდა 2025 წლის პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც 2012-2024 წლების პერიოდსაც მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 13 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 17 სხდომა გამართა და გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის, 37 დაზარალებული.
თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება) არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, 2025 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე 397 განცხადებაა შესული, რომელთაგან დამუშავებულია 307 განცხადება. 307 განცხადებიდან 99 ეხება ქონებრივი უფლებების დარღვევას, 92 – წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 105 წერილი კი სხვადასხვა შინაარსისაა.
თეა წულუკიანის განაცხადებით, მოცემული ეტაპისათვის დამუშავებულია 100-მდე მოცულობითი დოკუმენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის სხვადასხვა თემატური თავის შედგენა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც ამ დოკუმენტის 200-მდე გვერდი უკვე მომზადებულია.
მისი განცხადებით, დასკვნის ყველაზე მოცულობითი თავი, შესაძლოა, სწორედ ის თავი იყოს, რომელიც მიეძღვნება: რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს; წამებას არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც; მკვლელობებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც, მათ შორის ქუჩაში, და სხვადასხვა ტიპის ძალადობას.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნის ერთ-ერთი ძირითადი თავი აგვისტოს ომზე იქნება და ამ საკითხის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და მათი საქმიანობის შეფასებას ემსახურება.
მისივე თქმით, სამართლებრივ დონეზე, 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც იტყოდა, რომ ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოქალაქე იყო მართალი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივი დოკუმენტები მომავალში მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარის და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შუალედური ანგარიშის ეტაპზე, ფაქტებზე დაფუძნებით – თუმცა ამ ფაქტების კვლევა გრძელდება – თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.
მისივე თქმით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სამხედრო პირებს, გენერალურ შტაბს და ყველა იმ კომპეტენტურ პირს, ვისაც ომის წარმოების და სამხედრო საქმე ესმის, შემუშავებული ჰქონდათ სამხედრო გეგმა, რომელიც ასევე მოიცავდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურების ნაწილს.
„ეს იყო სრულფასოვანი სამხედრო გეგმა, რომელიც პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა გვერდზე გაწიეს და ომი აწარმოებს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება გაკეთდეს, რაც, თავის მხრივ, სავალალო შედეგია. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი მიზანი არ იყო ომის წარმოება მინიმალური დანაკარგებით. პირიქით, სავარაუდოდ, მიზანი იყო ომის წარმოება მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი დანაკარგებით“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცხადებული მიზანი აქვს.
„კომისიის დასკვნა უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისთვის, რომ იმ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც ასე მართავდნენ სახელმწიფოს და დღესაც არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ, პრობლემები შეუქმნან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მომავალში აღარ ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ასევე, მათ მიერ ამჟამად დაფუძნებული, მოქმედი თუ მომავალში დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები აღარ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე. ეს საქმე გასაკეთებელია და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა წულუკიანმა
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვას განაგრძობს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური

ვრცლად

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ვრცლად

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

ირაკლი ბერაიას დანიშვნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ირაკლი ბერაიას დანიშვნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp