iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადება
იურიდიული სტატია

ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადება

26-04-2023, 14:11 განქორწინება / ქორწინების ბათილად ცნობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 439 ნახვა
ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადება


არსებობს ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი -მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ–ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე.

განქორწინება შეიძლება მოხდეს სასამართლოს გზით ან ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში იუსტიციის სახლში.

სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ. თუკი განქორწინება სასამართლოს გზით გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ უნდა მიმართოდ რაონულ ან საქალაქო სასამართლოს თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ ცალ–ცალკე ცხოვრობთ, სასამართლოს უნდა მიმართოთ თქვენი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს უნდა მიმართოთ სამოქალაქო სარჩელით, რომელსაც აქვს სპეციალური დადგენილი ფორმა და რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ სასამართლოში ან ადვოკატის მეშვეობით. სარჩელის შეტანისას უნდა გაითვალისწინოთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც.

განქორწინების გადაწყვეტილების გამოტანისას, სამართლო თავად განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ბაჟი და ასევე, თუ საჭიროდ მიიჩნევს რომ ბაჟი გადაახდევინოს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

სასამართლოს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს შესარიგებლად მისცეს დრო არაუმეტეს ექვსი თვისა. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მიუხედავად ამ ზომებისა, მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იგი იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრში.

განქორწინება, შეიძლება ერთ–ერთი მეუღლის განცხადებითაც მოხდეს იმ პირთან რომელიც: კანონით დადგენილი წესით, აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად; სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ცნობილია ქმედუუნაროდ; სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულია დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ სამი წლის ვადით.

ქორწინება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუკი თავიდანვე დარღვეული იყო დაქორწინების კანონით დადგენილი პირობები. ქორწინების შეწყვეტა და ქორწინების ბათილობა, სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია. თუკი ქორწინების შეწყვეტის დროს, ქორწინება და მის შედეგად წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგი ჩვეულებრივ შემდგარად თვლება, ქორწინების ბათილობის დროს – ითვლება, რომ ქორწინება არ მომხდარა და შესაბამისად, არ წარმოშობილა არავითარი სამართლებრივი შედეგი.

არავის აქვს უფლება, მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუკი იგი სასამართლომ არ აღიარა ასეთად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქორწინების შეწყვეტა, ქორწინების ბათილობა, გამოცხადება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ოჯახური დავები-ხშირად წამოჭრილი საკითხები

ოჯახური დავები-ხშირად წამოჭრილი საკითხები

ვრცლად

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

ვრცლად

განქორწინების დაუშვებლობა

განქორწინების დაუშვებლობა

ვრცლად

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp