iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ალიმენტის დაკისრება » ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?
იურიდიული სტატია

ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?

9-03-2023, 18:02 ალიმენტის დაკისრება / ოჯახური დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი 169 ნახვა
ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?

ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ოდენობის განსაზღვრისას ის მხედველობაში იღებს რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. თუ მშობელი უმუშევარია, სასამართლო მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ - მინიმალური ოდენობით.

ზოგჯერ, ალიმენტის საფასურის შესამცირებლად ან გასაზრდელად, მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო ან მეორე მხრივ - შემცირების გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს. ანუ ამ დროს სასარჩელო მოთხოვნა არის ალიმენტის თანხის შემცირება ან გაზრდა. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებშიც.

ზოგადად, ალიმენტი მიმართულია ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისაკენ, თუმცა ცხოვრებაში იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს, რომელსაც არ ჰყოფნის ალიმენტის თანხის ის ოდენობა, შესაბამისად, ალიმენტის გადამხდელ მშობელს ვალდებულება აქვს, დამატებითი ხარჯების შევსებაშიც მიიღოს მონაწილეობა. კანონით, არასრულწლოვან შვილებზე ვრცელდება მშობლების საალიმენტო ვალდებულება, ხოლო სრულწლოვან შვილთან მიმართებაში, სიტუაცია განსხვავებულია და მშობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ვალდებულება, თუ შვილი დახმარებას აუცილებლად საჭიროებს.

ბავშვის მშობლები შესაძლოა განქორწინებულები არ იყვნენ, მაგრამ ოჯახში იყოს პრობლემა. მაგალითად,ზოგჯერ მამა პასუხისმგებლობას გაურბის და ფულს ოჯახს არ ახმარს. ასეთი საქციელით ბავშვი სარჩოს გარეშე რჩება. ასეთ დროსაც ცოლს შეუძლია, სასამართლოს გზით მოითხოვოს და ქმარს, შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა დააკისროს. ასევე, მეუღლეები მოვალენი არიან, არჩინონ ერთმანეთი, რაც გამოიხატება მატერიალურ დახმარებაში. კერძოდ, მეუღლე ვალდებულია, არჩინოს მეორე, თუ ეს უკანასკნელი არის შრომისუუნარო და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას; ასევე, ქმარი მოვალეა არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მას აღნიშნულის განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ვრცლად

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

ვრცლად

ალიმენტის გადახდა

ალიმენტის გადახდა

ვრცლად

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp