iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

6-12-2022, 17:33 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ალიმენტის დაკისრება / განქორწინება / განქორწინების მედიაცია / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / ოჯახური დავები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 329 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში: სსკ) მოწესრიგებულ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შვილების მიერ მშობლებისაგან სარჩოს, იგივე ალიმენტის მიღების უფლებას.

მშობლები თანაბრად არიან ვალდებული, არჩინონ თავიანთი შვილები

სსკ-ის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ხოლო იმავე კანონის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

კანონი არ აწესებს ყოველთვიური ალიმენტის მინიმალურ ოდენობას

სსკ-ის თანახმად, ალიმენტის ოდენობა დგინდება მშობელთა ურთიერთშეთანხმებით (სსკ-ის 1213-ე მუხლი), ხოლო მშობლებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები მოცემულია სსკ-ის 1214-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, მას განსაზღვრავს სასამართლო „გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში“.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ბავშვის რეალურ საჭიროებებსა და მშობლის შემოსავალს (ქონებრივი მდგომარეობას) შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის დადგენის საფუძველზე.

კანონი ითვალისწინებს ალიმენტის როგორც გაზრდის, ისე მის შემცირების შესაძლებლობას

სსკ-ის 1221-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდის მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია

საუკეთესო შემთხვევაში, ალიმენტვალდებული პირის მიერ ალიმენტის გადახდა ხორციელდება ნებაყოფლობით, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო აუცილებელი ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მექანიზმების ამოქმედება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: alimentis gadaxdis valdebuleba, mshoblebi, alimentis gansazgvra, alimentis gazrda, alimentis shemcireba, alimentis odenoba, ganqorwineba, bavshvis sauketeso ineteresi, mshoblebis valdebulebebi, ალიმენტის გადახდის ვალდებულება, მშობლები, აქლიმენტის განსაზღვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ვრცლად

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

ვრცლად

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp