iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

30-11-2022, 15:55 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 318 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს)

განვიხილოთ არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდის საკითხი:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

როგორც წესი, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლების ურთიერთშეთანხმებით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ (ძირითადად ეს მშობელთა განქორწინების შემდეგ ხდება) ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

ალიმენტს სასამართლო აწესებს იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს, ვინაიდან ეს თანხა ბავშვის სარჩენად არის გათვალისწინებული. მშობელი, რომელიც აყენებს საალიმენტო მოთხოვნას, გამოდის ბავშვის სახელით, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. საალიმენტო ვალდებულება ეფუძნება კანონს, ამიტომ ის არ შეიძლება იქცეს მშობელთა შორის შეთანხმების საგნად და, თუ ასეთი შეთანხმება მაინც დაიდო, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება.

ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.

ალიმენტის ოდენობას ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით განსაზღვრავს სასამართლო. სასამართლოს უფლება აქვს გაანთავისუფლოს ალიმენტის გადახდისგან ვალდებული პირი, თუ მოისპობა ის პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის დანიშვნას.

თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს, მეორე მშობელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ალიმენტის გადახდა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: alimenti, alimentis dakisreba, sasamartlo gadawyvetileba, mshoblebi, bavshvi, alimentis odenoba, alimentis shemcireba, ალიმენტი, ალიმენტის დაკისრება, სასამართლო გადაწყვეტილება, მშობლები, ბავშვი, ალიმენტის ოდენობა, ალიმენტის შემცირება, ადვოკატის ნომერი, ცნ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ვრცლად

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად

ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება

ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp