iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
იურიდიული სტატია

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

13-08-2020, 20:10 ოჯახური დავები / განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / ალიმენტის დაკისრება / ბავშვის მამობის დადგენა / განქორწინების მედიაცია / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 1 243 ნახვა
მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

შვილების რჩენის მოვალეობა - მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ - არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ - თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა - მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილების შენახვის ხარჯები - მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ - თუ მოპასუხე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ბავშვის მშობლად არის ჩაწერილი 1191-ე და 1192-ე და მუხლების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ.

შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ
1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
3. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.
4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში
1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.

შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში - სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მშობლების მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ

1. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.
2. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გამო - თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ალიმენტი, alimony, დაკისრება, დაკისრებული, საზრდო, საკვები, იურიდიული, ხარჯი, ოჯახი, პირი, მამა, არა, სრულწლოვანი, არასრულწლოვანი, წევრი, ოჯახის, მოშორებული, კანონის, კანონი, ადვოკატი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

ვრცლად

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp