iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პარლამენტი სეკიურიტიზაციის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს
იურიდიული სტატია

პარლამენტი სეკიურიტიზაციის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

21-12-2022, 11:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / კორპორატიული იურისტი / საგადასახადო დავები / სიახლე 238 ნახვა
პარლამენტი სეკიურიტიზაციის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომიტეტი ავრცელებს.

რა არის სეკიურიტიზაცია? - კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:

"სეკიურიტიზაციის გარიგება წარმოადგენს დაფინანსების მაძიებელი სუბიექტისათვის საბანკო დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს. საქართველოში დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტები, დაფინანსების სხვა წყაროების სიმწირის გამო, დაფინანსების მთავარ წყაროდ განიხილავენ კომერციული ბანკების სესხებს, თუმცა კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოშვების მიმართაც ინტერესი. სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელებით, ინიციატორი - სუბიექტი, რომელსაც საბაზისო აქტივი საკუთარი საბალანსო უწყისიდან გადააქვს სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში, ამ საბაზისო აქტივების გადატანის ნაცვლად იღებს ფულად სახსრებს.

აღნიშნული საბაზისო აქტივი წარმოადგენს საკრედიტო პოზიციას - კერძოდ ინიციატორი სუბიექტის ნებისმიერ სამომავლო შემოსულობას, რომელიც განჭვრეტადია და წარმოქმნილია ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის უფლებით მესამე პირების მიმართ, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

სეკიურიტიზაციის ფარგლებში აღნიშნული მოთხოვნის უფლებების დათმობა ხდება სპეციალური მიზნობრივი სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც ხდება აღნიშნული საბაზისო აქტივების მესაკუთრე, მოთხოვნის დამთმობი მხარისათვის (ინიციატორი) ფულადი სახსრების გადაცემის სანაცვლოდ. შედეგად, სპეციალური მიზნობრივი სუბიექტი აღნიშნული აქტივების გამოყენებით უშვებს სასესხო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ხელმისაწვდომი ხდება ინვესტორებისათვის. სეკიურიტიზაციის შედეგად გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შემძენ ინვესტორს, თავის მხრივ, წვდომა უჩნდება იმგვარ ფასიან ქაღალდზე, რომელიც მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. მაგალითად, ინვესტორს შეეძლება იმგვარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, რომლის პერიოდული დაბრუნებადი ფულადი სახსრები შესაძლებელია გამომდინარეობდეს იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც მესამე პირებს გააჩნიათ აქტივების გადამცემი კომპანიის მიმართ. მსგავსი ფასიანი ქაღალდის ფლობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ინვესტორთა პორტფელის დივერსიფიცირებას.

დღეს ასეთი ტიპის გარიგების განხორციელება არ არის ბაზარზე შესაძლებელი, რადგან არ რეგულირდება მხარეთა შორის ფუნქცია-მოვალეობები, არ არის იდენტიფიცირებული რა სახის საბაზისო აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამგვარ გარიგებაში და ასევე არ ჩანს თუ როგორ ხორციელდება აქტივების სპეციალური მიზნობრივი სუბიექტისათვის გადაცემა და სხვა. აღნიშნულის არ არსებობით კი ამგვარი გარიგების განხორციელება მაღალი რისკის შემცველია და შესაბამისად ისეთი სუბიექტი, რომელსაც შეეძლო საბაზისო აქტივების გაყიდვით მიეღო დაფინანსება ვერ ისარგებლებს სეკიურიტიზაციით და მისი დაფინანსების წყაროები ისევ შეზღუდული იქნება. აგრეთვე, პრობლემას წარმოადგენს ასეთ გარიგებაში საბაზისო აქტივების გადაცემის ვალიდურობა, კერძოდ იმისათვის რომ სეკიურიტიზაცია ნამდვილად შედგეს, ისეთ გარიგებაში როდესაც აქტივები სრულად გადადის სპეციალურ მიზნობრივ სუბიექტზე, უნდა ცხადად დგინდებოდეს აქტივების ინიციატორის საბალანსო უწყისიდან გადატანა ე.წ. true sale-ი, რათა ინვესტორი რომელიც შეიძენს ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, არ გახდეს ინიციატორის კრედიტორების მოთხოვნით შებოჭილი. აღნიშნული სეკიურიტიზაციის გარიგებაში ცნობილია, როგორც bankruptcy remoteness და აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რომ ინვესტორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სეკიურიტიზაციის გარიგებაში მონაწილე აქტივები, სრულად და უპირობოდ არის გამოცალკევებული ინიციატორისაგან".

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: parlameni, kanoni, sekiuritizacia, sekiuritizaciis shesaxeb kanoni, dafinanseba, investori, investicia, პარლამენტი, კანონი, სეკიურიტიზაცია, სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი, დაფინანსება, ინვესტორი, ინვესტიცია, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და კოოპერატივებისთვის სამი წლით გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და

ვრცლად

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“

ვრცლად

პარლამენტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით

ვრცლად

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ვრცლად

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp