iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » "ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა
იურიდიული სტატია

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

9-12-2022, 11:07 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / სიახლე 235 ნახვა
"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, პარლამენტის წევრების ინიციატივით, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მიხეილ სარჯველაძემ, კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ მოსახლეობის წარმომადგენლებს, კანონპროექტის მომზადების წინაპირობა და ის მიზნები განუმარტა, რასაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.

მისი ინფორმაციით, ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარების შეცვლის იდეა, რამდენიმე წლის წინ, იეზიდი ეთნიკური უმცირესობების წერილობითი თხოვნის საფუძველზე წარმოიშვა. მისივე თქმით, საკითხის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესსაც წარმოადგენდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრისთვის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს შექმნის ვალდებულება შემოდის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით, მეცნიერებით, ისტორიკოსებით და შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული საბჭო კი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლის გვარებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის პროცედურებს განსაზღვრავს და მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, გვარების ავთენტურობას დაადგენს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს კონკრეტულად განუმარტა თუ როგორ შეიძლება მოხდეს დღეს არსებული გვარების შეცვლა და თუ რა მიდგომებს და პრინციპებს დაეფუძნება აღნიშნული პროცესი.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით, კანონპროექტის მოქმედების ვადად ხუთი წელი განისაზღვრა, თუმცა თუ როგორ გაგრძელდება სამომავლოდ პროცესი, ეს მექანიზმები კანონპროექტის შემდგომი მოსმენების განხილვისას კიდევ უფრო დეტალურად განისაზღვრება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: gvaris shecvla, etnikuri warmomavloba, kanon proeqti, kulturuli sheusabamoba, gvaris shecvlis ufleba, kanonproeqtis ganxilva, გვარის შეცვლა, ეთნიკური წარმომავლობა, კანონ პროექტი, კულტურული შეუსაბამობა, გვარის შეცვლის უფლება, კანონპროექტის განხილვა, ადვოკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

ვრცლად

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp