iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა
იურიდიული სტატია

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

21-12-2021, 12:07 სიახლე 284 ნახვა
ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზენტაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე, კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების და ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო დიალოგის მონაწილეებმა, ეროვნული კონტრტერორისტული დოკუმენტის შემუშავება-დამტკიცების პროცესი განიხილეს და საკუთარი შეფასებები და კომენტარები წარმოადგინეს.

„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საქართველოს კონტრტერორისრული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნულს ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები. დღეს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან ერთად გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა წარმოდგენილი უწყებები, მაქსიმალურად გაითვალისწინებენ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოჭრილ საკითხებს და მომავალში სტრატეგიის შემუშავების პროცესში ასახავენ იმ შენიშვნებს და წინადადებებს, რომლებიც დღეს ჩვენ მათგან მოვისმინეთ“, – აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, პროგრამაში – „ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში GCSD-ის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე და უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე ესწრებოდნენ.

წყარო:1tv.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და

ვრცლად

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp