iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა
იურიდიული სტატია

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

17-12-2021, 12:15 სიახლე / საგადასახადო დავები 285 ნახვა
ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. ამის შესახებ Report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. მათი ცნობით, ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

„საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტითაა დადგენილი. შესაბამისად, საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება სრულ შესაბამისობაში იყვნენ აღნიშნულ მოთხოვნებთან. თუმცა, 2020 წელს, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.

„საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი“ ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას – „შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა“, რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.

კოდექსი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპები. ასევე, ევროკომისიის 2014 და 2015 წლის რეკომენდაციები.

კორპორაციული მართვის კოდექსი 2022 წლის იანვრიდან შევა ძალაში. კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ“,– ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:emigrantebi.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება

საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება

ვრცლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან

ვრცლად

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და

ვრცლად

სამართალწარმოება და დავების გადაწყვეტა

სამართალწარმოება და დავების გადაწყვეტა

ვრცლად

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp