iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხევების გამოვლენა UNFPA-ს და სახალხო დამცველის ახალი კვლევა
იურიდიული სტატია

ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხევების გამოვლენა UNFPA-ს და სახალხო დამცველის ახალი კვლევა

30-11-2022, 18:17 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 226 ნახვა
ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხევების გამოვლენა UNFPA-ს და სახალხო დამცველის ახალი კვლევა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა კვლევის „ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ პრეზენტაცია.

კვლევა მოამზადა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის მიზანია, გააანალიზოს საქართველოში ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე საკანონმდებლო თუ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული ბარიერები და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით ხელი შეუწყოს ამგვარ შემთხვევებზე პრევენციული და ეფექტიანი რეაგირების პოლიტიკის გაუმჯობესებას.

კვლევის შედეგად, შემუშავდა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები, რომელიც შესაბამისი უწყებების კოორდინირებული და აქტიური მნიშვნელობის მუშაობას უსვამს ხაზს, მათ შორის:

  • კვლავ პრობლემურია ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და რეფერირების პროცედურების გამართულად მუშაობა;
  • პრობლემად რჩება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი გადამისამართება (რეფერირება). გამოიკვეთა რეფერირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები;
  • შესაბამის სპეციალისტებს, განსაკუთრებით მასწავლებლებს, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და ცოდნა ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, რეფერირების პროცედურებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • უწყებებს განსაკუთრებით უჭირთ ბავშვობის ასაკში ქორწინების ისეთ ფაქტებზე რეაგირება, რომლებიც არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. ეს, გარკვეულწილად, შეიძლება ეფექტიანი საკანონმდებლო ბერკეტების ნაკლებობით აიხსნას;
  • არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა;
  • უმეტესად არ ხდება საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც გამოწვეულია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვისას შესაბამისი კითხვების დაუსმელობითა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების დეფიციტით;
  • ძალიან დაბალია საქმეებში ფსიქოლოგის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და ადვოკატის ჩართულობის მაჩვენებელი;
  • საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება; საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე;
  • ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოები, ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას ან ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი და დაბრკოლება სკოლაში სასიარულოდ და საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად;
  • კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს დეტალურად სეგრეგირებულ სტატისტიკას ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: bavshvobis asakshi qorwineba, arasrulwlovanta qorwineba, kvleva, saxalxo damcveli, gaeros mosaxleobis fondi, problemebi, bavshvta qorwinebis shemtxvevebis gamovlena, bavshvis qorwinebis faqtze reagireba, ბავშვობის ასაკში ქორწინება, არასრულწლოვანთა ქორწინე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების

ვრცლად

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და ძირითადი გზავნილი/რეკომენდაციები

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და ძირითადი გზავნილი/რეკომენდაციები

ვრცლად

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ვრცლად

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

ვრცლად

სახალხო დამცველმა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp