iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს
იურიდიული სტატია

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

10-12-2021, 11:06 სიახლე 430 ნახვა
ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ევროკავშირმა (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), საქართველოს სახალხო დამცველთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეული აღნიშნა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული პრიორიტეტებითა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებებით, და ასევე წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მთავარ ამოცანას, რაც გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა.

2021 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის მთავარი თემაა თანასწორობა, მთავარი გზავნილი კი - ყველა ადამიანი თანასწორია. კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. აქტივობები 3 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირმა წარმოადგინა სხვადასხვა ისტორიები, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოში თანასწორობის, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი ქვაკუთხედის მხარდაჭერას ასახავს. კამპანიის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა პარტნიორების მიერ ეროვნული და რეგიონული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

„მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ვუბრუნდებით საბაზისო პრინციპს - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს. თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია და წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საფუძველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს პრინციპი გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს თანასწორი მოპყრობა და ყველას პასუხისმგებლობას, იბრძოლოს ამ უფლებების უზრუნველსაყოფად. თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ. ეს ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას. საქართველომ ამ მიმართულებით ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დაუღალავ შრომას მოითხოვს, ადამიანის უფლებათა მაღალი კულტურის ჩამოსაყალიბებლად და მიღწეული შედეგების შესაძლო უკუსვლის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებული პრინციპები ცხოვრებაში გაეტარებინა.

„ამ გზამ ქვეყანა თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების აშენებისკენ უნდა მიიყვანოს, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც უმცირესობებსა და მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებს ეხება. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, უმაღლესი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დაიცვან ყველა მოქალაქის უფლებები გამონაკლისის გარეშე“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

„თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს პრინციპს. საკანონმდებლო ცვლილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მიღება საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თანასწორობის მისაღწევად, ტოლერანტობისა და განსხვავებულობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ღონისძიებების გაგრძელება კვლავაც საჭიროა“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

ომბუდსმენის შეფასებით, 2021 წელს თანასწორობის საკითხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა.

„სამწუხაროდ, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები პირდაპირ და საჯაროდ ახდენდნენ ძალადობისკენ მოწოდებებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ლგბტ+ თემის წევრებსა და სხვა მოქალაქეებს. სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ. ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი ეძღვნება 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას, რომლითაც აღიარებულია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვაქვს მონიჭებული, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, წარმომავლობის თუ ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიის, ენის ან სხვა სტატუსისა.

ბოლო წლებში ევროკავშირმა 100 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მხარდასაჭერად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით. აღნიშნული ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს წარმოადგენენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანაში ამჟამად 40-მდე პროექტი ხორციელდება. ეს პროექტები მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ქალებისა და ბავშვების, ასევე უმცირესობების, შშმ პირებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვას.

წყარო:imedinews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

ვრცლად

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

იურიდიული მომსახურება ქველმოქმედებისთვის

იურიდიული მომსახურება ქველმოქმედებისთვის

ვრცლად

სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის- სისხლის სამართალში მტკიცებულებების წარდგენაზე

სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის- სისხლის სამართალში მტკიცებულებების წარდგენაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp