iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა
იურიდიული სტატია

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

30-11-2022, 17:34 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 227 ნახვა
პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციას, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უწყებების, აშშ-ის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წარმომადგენლები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით.

კონფერენციაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქტივობების შესახებ, კონფერენციის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს.

კონფერენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები; გარდა ამისა, იმსჯელეს ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევებსა და სხვა მნიშვნელოვან კრიმინოლოგიურ ასპექტებზე.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობების და დასაგეგმ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება, პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sisxlis samartali, prokuratura, femicidi, ojaxshi dzaladoba, qalta mimart dzaladoba, generaluri prokurori, generaluri prokuratura, modzalade, msxverpli, danashaulis prevencia, სისხლის სამართალი, პროკურატურა, ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

ვრცლად

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე

ვრცლად

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და

ვრცლად

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ვრცლად

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp