Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)


განქორწინება დისტანციურად, სპეციალური სერვისი ემიგრანტებისთვის და საზღვარგარეთ მყოფთათვის. 


1) როგორ ხდება მინდობილობის გაკეთება?

მინდობილობა კეთდება ნებისმიერ სანოტარი ბიუროში და შეგიძლიათ მიაკითხოთ ადვოკატთან ერთად მინდობილობის მისანიჭებლად. ხოლო თუ არ იმყოფებით საქართველოში  ნოტარიუსი გიკავშირდებათ ვიდეოზარით(წინასწარ შეთანხმებულ დროს, პარალელურად ადვოკატიც იმყოფება ნოტარიუსთან) და ახდენს იდენტიფიცირებას. ასევე მინდობილობაში თქვენი სურვილის მიხედვით განისაზღვრება ის კონკრეტული უფლებები , რომელსაც თქვენ მიანდობთ ადვოკატს. იმისათვის რომ, მან შეძლოს და იმოქმედოს თქვენს ნაცვლად რაღათქმაუნდა თქვენი საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. 


2) მე და ჩემი მეუღლე ვიმყოფებით საზღვარგარეთ, ვართ სხვადასხვა ქვექანაში, არ ვცხოვრობთ ერთად და გვსურს განქორწინება. საქართველოში ჩამოსვლის გარეშე როგორ შეიძლება გაკეთდეს განქორწიება?

ამ შემთხვევაში როდესაც ორივე მხარე თანახმაა განქორწინდნენ, მინდობილობის საფუძველზე ადვოკატი ,, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო"-ში დაარეგისტრირებს განცხადებას განქორწინების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში განცხადების მიღების და განხილვის ვადები არის საკმაოდ მოკლე. 


3) ვცხოვროს საზღვარგარეთ, მსურს განქორწინება. მაინტერესებს როგორ მოვიქცე? ვერ ვახეხებ საქართველოში ჩამოსვლას.

განქორწინების საქმის წარმოების დასაწყებად ერთ-ერთი მეუღლის სურვილი საკმარისია თუ საქართველოში ვერ ახერხებთ ჩამოსვლას. ამისათვის საჭიროა ადვოკატის სახელზე მოამზადოთ მონდობილობა ან რწმუნებულობა. მნიშვნელოვანი ფაქტი რომელიც თქვენს კითხვაში არ ჩანს - მეორე მხარე თანახმა არის თუ არა განქორწინებაზე? 1) თუ მეორე მხარე თანახმაა, ადვოკატი უზრუნველყოფს განქორწინების საქმის წარმოებას იუსტიციის სახლში. 2) თუ მეორე მხარე უარს ამბობს განქორწინებაზე ამ შემთხვევაში ადვოკატი მიმართავს სასამართლოს.



4) არ ვცხოვრობ საქართველოში, მეუღლეს არ სურს განქორწინება (ამჟამად არ ვცხოვრობთ ერთად), გვყავს მცირეწლოვანი შვილი. მე შემიძლია მოვითხოვო განქორწიება? იმის გამო რომ მე მსურს განქორწინება ბავშვზე პრობლემები ხომ არ შემექმნება, მინდა რომ ბავშვი ჩემთან აღიზარდოს.(დედა)

განქორწინება არის თქვენი უფლება, მიუხედავად მეორე მხარის უარისა. მიმართეთ სასამართლოს ადვოკატთან ერთად. სასამართლო გადაწყვეტს, რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს ბავშვმა და რა სიხშირით შეიძლება ნახოს მეორე მათგანმა. მშობელთა უფლება და მოვალეეობა ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში.


5) მე ვიმყოფები საქართველოში, ჩემი მეუღლე არის საზღვარგარეთ.  ვერ ვუკავშირდები უკვე 1 წელია და მინდა განქორწინება. როდემდე უნდა ველოდო სავარაუდოდ ცხოვრობს სხვა ქალთან .როგორ მოვიქცე? ვის შეიძლება მივმართო?

იმის გამო რომ ვერ უკავშირდებით თქვენს მეუღლეს, კანონი არ გავალდებულებთ უარი თქვათ პირადი ცხოვრების გაგრძლებაზე და დაელოდოთ განუსაზღვრელი ვადით. ადვოკატი მიმართავს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია პირის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ , სარჩელი აღიძვრება მეუღლის უკანასკნელი ადგილსამყოფელის მიხედვით და იწყება სამოქალაქო სამართალწარმოება.




დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე  საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით.




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები