iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?
იურიდიული სტატია

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

30-11-2022, 14:04 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 303 ნახვა
ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ბრალეული პირის პასუხისმგებლობის საკითხს, შემთხვევის შედეგებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები და მძღოლების პასუხისმგებლობა. მაგალითად, აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილი განსაზღვრავს ავტოსატრანსპროტო შემთხვევას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, რა შემთხვევაშიც მძღოლი მიჩნეული იქნება სამართალდამრღვევად და დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა სამართალდარღვევად კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რა შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე სისხლის სამართლის წესით იწყება ძიება, თუ შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე რომელიმე ავტომანქანაში მჯდომ პირს ჯანმრთელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანდა. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით პირს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. თუ ექსპერტი დაადგენს, რომ მგზავრს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეული მსუბუქად დაუზიანდა, ბრალეული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რითიც ბრალეული პირი დაჯარიმდება შედეგის სიმძიმის შესაბამისი მუხლით.

ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად განისაზღვრება ბრალეული პირის პასუხისმგებლობის ზომა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ხშირია შემთხვევები როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მთვრალ მდგომარეობაში მართავს ავტომობილს, რასაც შედეგად ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოჰყვება. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: avtosazgao shemtxveva, danashauli, samartaldargveva, janmrtelobis dazianeba, sxeulis dazianeba, eqsperti, ავტოსაგზაო შემთხვევა, დანაშაული, სამართალდარღვევა, ჯანმრთელობის დაზიანება, სხეულის დაზიანება, ექსპერტი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ვრცლად

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ვრცლად

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ვრცლად

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

ვრცლად

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp