iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა
იურიდიული სტატია

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

26-09-2021, 15:29 სიახლე / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 1 434 ნახვა
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

  1. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა:

0,3-დან 0,7 (ჩათვლით) პრომილემდეა, გამოიწვევს მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას;

0,7 პრომილეზე მეტია, გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოიშობა შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევრის (შესაბამისად, 3 ან 6 თვის) გასვლის შემდეგ.

იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

რომელიმე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და მართვის უფლების შეჩერებას 3 წლით.

  1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევის ჩადენისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც:

დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის უფლების გარეშე მართვისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე;

დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი სხვა დარღვევის ჩადენის საფუძვლით მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

რომელიმე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც მძღოლს:

არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე;

მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გახანგრძლივებას.

  1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით:

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით;

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით.

  1. მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მოპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

ახალი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან (09/09/2021) მე-60 დღეს.

ვრცლად კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იხილეთ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5252532?publication=0&fbclid=IwAR0Vh31n-azha4wIJybCUAjkvAallFnSYBEGcPB184cRz5r3vHhxm2U_hGQ

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, 1. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა, 3, დან 0, 7, ჩათვლით, პრომილემდეა, გამოიწვევს მართვის უფლების 6
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხელშეკრულების მართვის სპეციალისტი- იურისტი

ხელშეკრულების მართვის სპეციალისტი- იურისტი

ვრცლად

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები

ვრცლად

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო

ვრცლად

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

ვრცლად

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp