ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება
ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. ბოლო დროს კი მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ამბავმა შეძრა თბილისი.
სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე.
ამ შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირი დაჯარიმდება – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
გარდა ამისა, კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
